საჭიროა 4978 ხელმოწერა
ადრესატი:
- ფინანსთა სამინისტრო
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
ბიტკოინის (კრიპტოვალუტის) ოფიციალურ საგადამხდელო სისტემად აღიარება!
გამარჯობა, ბიტკოინი არის კრიპტოვალუტა, მსოფლიოში სულ არის ათასამდე სხვა ფასიანი კრიპტოვალუტა და მათ ალტკოინებს უწოდებენ! საქართველოში მათი მოპოვება და რეალიზაცია შესაძლებელია, თუმცა არ არსებობს კანონში ჩანაწერი სადაც ნათქვამია, რომ მათი მოპოვება, დაგროვება ან რეალიზაცია კანონდარღვევაა ან ლეგალური. პირველი ქვეყანა, რომელმაც ბიტკოინი ოფიციალურ საგადამხდელო მეთოდად აღიარა იყო იაპონია! ეს მოხდა 2017 წლის პირველ აპრილს. მომლოდინე ქვეყნების სია გრძელია, თუმცა ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები მათ ლეგალიზაციაზე რუსეთსა და ინდოეთში. ჩვენ როგორც ამ ვალუტის გულშემატკივრები, მაინერები, ინვესტორები და ტექნოლოგიური ინოვაციებისკენ მიმავალი ქვეყანა მზად ვართ მსგავი გამოწვევა მივიღოთ და იაპონიის შემდეგ გავხდეთ მსოფლიოში მეორე ქვეყანა ვინც მას აღიარებს. შეგახსენებთ, რომ Biftury ჯგუფმა და საჯარო რეესტრმა პირველად მსოფლიოში უძრავი ქონების რეგისტრაციის წარმოება blockchain ტექნოლოგიში გამოიყენა. საქართველოში კრიპტოვალუტისადმი მოთხოვნა წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია. საქართველოში მხოლოდ ორი კომპანია სადაც ანგარიშსწორებაა შესაძლებელი, თუმცა მომხარებელს მაინც უწევს სხვა გზები ეძებოს რათა ანგარიშსწორება უფრო იაფი დაუჯდეს, რადგან მოხმარებლის თქმით ერთ-ერთ კომპანიაში საკომისიო 3% განისაზღვრება, ხოლო მეორეში 2.5% კონკურენცია აქაც მაღალია! ჩვენი ინფომრაციით კომპანია unipay გეგმავს მომხარებელს გაცილებით უკეთესი და მოქნილი პიროვები შესთავაზოს, რაც ვფიქრობთ, რომ გაახარებს მაინერებსაც და ინვესტორებსაც. და ბოლოს, რაც შეეხება საგადასახადო სისტემას! მაგალითან მე მაქვს ერთი ბიტკოინი, მე მის "გასაქეშებლად" მჭირდება რამოდენიმე ოპერაციის ჩატარება რათა თანხა ეროვნულ ვალუტაში ავიღო, დანაკარგი არც თუ ისე დიდია, რადგან გატანის საკომისიო თუ 2.5% იქნება ამას დამატებული დოლარის ლართან მიმართებაში კურსის კონვერტაცია და საბოლოო ჯამში გამოდის, რომ მოხმარებელი 5-7% თანხას კარგავს. თუ მთავრობა მას აღიარებს მომხარებელს აღარ დასჭირდება მისი "გაქეშება" და პროდუქტს პირდაპირ შეიძენს.
Please Donate (როგორც იტყვიან)
BTC: 13xosEuWg3QbaxCSQdfGP4ZuLNuxanhZ5a
LTC: Lh4rJgAQrYcEvJafAm7sLtan5PHGHj1Upf
ETH: 0xa49580A7BF0D984E91D42cEaB7B4A2bf636b9d0d