საჭიროა 4495 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პრეზიდენტი
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
გაუქმდეს ბრძანება ნაკრძალებისა და ეროვნული პარკების გარშემო ბუფერული ზონების, ნადირობის მიზნით, 250 მეტრამდე შემცირების შესახებ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბატონ ლევან დავითაშვილს
ფეისბუკის ჯგუფის, "საქართველოს ველური ბუნება" იმ წევრთა და ყველა იმ მოქალაქეთა სახელით, რომლებიც სრულიად ეთანხმებიან ქვემოთ მოყვანილ არგუმენტებს და ხელს აწერენ ამ პეტიციას.
როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ხელი მოეწერა ბრძანებას Nr. 2-919, რომელიც სახელმწიფო ნაკრძალებისა და ეროვნული პარკების გარშემო ბუფერულ ზონებს 500 მეტრიდან 250 მეტრამდე ამცირებს. ეს პეტიცია კი ბატონი გახარიას მიერ ინიცირებულმა ცვლილებამ კოლხეთის ეროვნული პარკის ბუფერული ზონის 250 მეტრამდე შემცირებამ გამოიწვია.
იმედი გვქონდა, გარემოს დაცვის ხელმძღვანელობამ იცოდა, რომ ზუსტად ამ ბუფერულ ზონაში ბინადრობს საქართველოში გადაშენების პირას მყოფი ფრინველის სახეობა "ხონთქრის ქათამი" (Porphyrio porphyrio). ორნოთოლოგიური თვლების მიხედვით 1990 წელს კოლხეთის ეროვნული პარკის ბუფერულ ზონაში ბინადრობდა 15-20 წყვილი, 2005-2006 წელს 8-10, ხოლო 2015-2016 წელს 3-4 წყვილი.
ბუფერული ზონის ხელოვნურად შემცირება და ზონაში ნადირობის უფლების გაცემა კატასტროფულად შეავიწროვებს ხონთქრის ქათმისა და სხვა იშვიათი სახეობების ბუნებრივ არეალს და საფრთხეს შეუქმნის მათ ისედაც მწირე პოპულაციებს, მოხდება ხონთქრის ქათმის საქართველოს ტერიტორიაზე სრულიად გაქრობა!
შესაბამისად, მოვითხოვთ გაითვალისწინოთ ზემოთ მოყვანილი არგუმენტები და გააუქმოთ 15 ნოემბერს ხელმოწერილი ბრძანება Nr. 2-919 ბუფერული ზონების 500-დან 250 მეტრამდე შემცირების შესახებ.
თუ გარემოს დაცვის სამინისტრომ არ იცოდა გადაშენების პირას მყოფი სახეობების შესახებ, ეს სამინისტროს თანამშრომლების პროფესიონალიზმის დეფიციტის მაჩვენებელია! თუ იცოდა და მიუხედავად ამისა ბრძანება მაინც გაიცა, ხომ არ გვაქვს საქმე გამიზნულ, საქართველოს ბუნებისთვის დიდი ზიანის მიყენების მცდელობასთან?
სოციალურ ქსელში გამოითქვა ეჭვები, რომ ეს, უთუოდ ნაჩქარევი, ორნითოლოგებთან ჩატარებული კონსუტაციების გარეშე გამოცემული ბრძანება არჩევნებში 400 მონადირის საარჩევნო ხმების მოსაზიდად, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ იქნა ინიცირებული. მინისტრის, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს გარემოს დაცვასთან და შესაბიმისი დაპირებების გაცემა მისი პრეროგატივა არ არის.
გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი ჯგუფი, რომელიც 7400 წევრზე მეტს ითვლის, უკვე რამოდენიმე წელია ცდილობს საქართველოს ბუნების შენარჩუნება-განვითარებას შეუწყოს ხელი, აკეთებს საქმეს, რაც სწორედ თქვენი სამინისტროს მოვალეობაა. ამ პეტიციას ჩვენ არ უნდა ვაქვეყნებდეთ, პირველ რიგში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა გამოეხატა პროტესტი ბატონი გახარიას "თვითნებური ქმედებების" წინააღმდეგ კოლხეთის ეროვნული პარკის ბინადრების საფრთხეში ჩაგდების გამო.
მოვითხოვთ გააუქმდეს ბრძანება Nr. 2-919, საქართველოს ბუნების, ჩვენი და თქვენი შვილებისა და შვილთაშვილების საკეთილდღეოდ.
არანაირი არჩევნები არ ღირს იმ მემკვიდრეობის დასაკარგად, რასაც საქართველოს ბუნება ეწოდება!
ჩვენ ვერ შევეგუებით ხელისუფლებას, რომელიც საქართველოს ბუნების განადგურებას შეუწყობს ხელს.