საკონტაქტო ინფორმაცია
ემიგრანტების (ონლაინ) საარჩევნო უფლებისთვის

საჭიროა 9051 ხელმოწერა

949
10000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი

ემიგრანტების (ონლაინ) საარჩევნო უფლებისთვის

საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, ჩვენი სამშობლოს განუყოფელი ნაწილი არიან. სხვადასხვა გარემოების მიუხედავად, რის გამოც მათ ქვეყნიდან შორს უწევთ ცხოვრება, ისინი საქართველოს პატრიოტებად და მის გულშემატკივრებად რჩებიან – საქართველოს ბედი მათთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია.

გარდა იმისა, რომ ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, აღსანიშნავია, რომ ემიგრანტებს, სასიცოცხლო წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკაშიც. გადმორიცხული თანხების მოცულობით, ემიგრაცია საქართველოს ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია.

საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ ძირთადად მხოლოდ დედაქალაქებში იხსნება. ქართველ ემიგრანტთა უმეტესობა კი ხშირად ამ ქალაქებიდან ასობით, ზოგჯერ კი ათასობით კილომეტრის დაშორებით ცხოვრობს. ეს ყველაფერი მათ კონსტიტუციურ უფლებას, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, მხოლოდ თეორიულ შესაძლებლობად, უფრო მეტად კი, ფიქციად აქცევს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს კონსტიტუციით აქვს ხმის მიცემის უფლება, ჩვენი სახელმწიფოს უმოქმედობის გამო, ემიგრანტები გადაულახავ ბარიერებს აწყდებიან საარჩევნო უფლების რეალიზაციისას და არ ეძლევათ არჩევნებში მონაწილეობის რეალური შესაძლებლობა. ყველაფერ ამასთან ერთად, ეს ემიგრანტთა დისკრიმინაციის მიუღებელ პრაქტიკად მიგვაჩნია.

შედეგად, ისინი ვერ მონაწილეობენ არჩევნებში და ვერანაირ გავლენას ვერ ახდენენ იმაზე, თუ როგორ განიკარგება ჩვენი შრომით მიღებული შემოსავალი, რა პოლიტიკას გაატარებს საქართველოს მთავრობა ამ თანხით და როგორ პირობებში იცხოვრებენ საკუთარ სამშობლოში მათი ოჯახები.

ამიტომ, საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს პარლამენტისა და პოლიტიკური პარტიებისგან მოვითხოვთ:

  • დაუყოვნებლივ მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდება 2024 წლის არჩევნებში ემიგრანტთა მონაწილეობა უსაფრთხო და დაცული ონლაინ ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • დაევალოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა სათანადო სახელმწიფო ორგანიზაციებს) შესაბამისი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მომზადება ისე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ემიგრანტებს ჰქონდეთ მონაწილეობის და, შესაბამისად, ჩვენი არჩევანის დაცულად, უსაფრთხოდ და მოხერხებულად გაკეთების შესაძლებლობა.

იმედი გვაქვს, ჩვენს სამართლიან მოთხოვნას საქართველოს პარლამენტი შესაბამისი პასუხისმგებლობით განიხილავს უახლოეს ხანებში.

 

 


მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი არის სამოქალაქო, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატიული კულტურისა და ინსტიტუტების გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.

ვრცლად