საჭიროა 2981 ხელმოწერა
19
3000
ადრესატი:
- თელავის მერია
თელავში დაიდგას კახეთის მეფის ავგიორგის (გიორგი II) ძეგლი
ჩვენ, ხელის მომწერნი, მოვითხოვთ კახეთის მეფის ავგიორგის ძეგლის დადგმას. ავგიორგი ანუ გიორგი II კახეთის მეფე 1511-1513 წლებში იყო. ის ერთ-ერთი გამორჩეული, კოლორიტული და ტრაგიკული ფიგურაა გვიანი შუა საუკუნეების ისტორიაში. საქართველოში ბევრი მეფე ყოფილა, რომელთაც ზედმეტი სახელები ჰქონიათ, მაგრამ ერთადერთი შემთხვევა გვაქვს, როდესაც ზედმეტი სახელი უარყოფითი სახის არის და მეფემ გაუგონარი სისასტიკისათვის მიიღო. ავგიორგის პიროვნება შესანიშნავად გამოხატავს სამეფო-სამთავროებად დაშლილი საქართველოს ისტორიას და სიმბოლოა ოთხ საუკუნოვანი ქაოსისა. ვფიქრობთ, მისი სიმბოლური ძეგლი აუცილებლად უნდა იდგეს კახეთში, თელავში.