საკონტაქტო ინფორმაცია
შეუჩერდეს საქმიანობა "სამეფო უბნის თეატრს" !

საჭიროა 8445 ხელმოწერა

1555
10000
ადრესატი:
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

შეუჩერდეს საქმიანობა "სამეფო უბნის თეატრს" !

2025 წლის მაისის პირველ დღეებში სამეფო უბნის თეატრში წარმოდგენილი იყო სპექტაკლი „Lieberte“, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს ცალსახად შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ პროდუქციას ქრისტიანული რწმენისა და მორწმუნე საზოგადოების მიმართ. წარმოდგენაში გამოყენებულია რელიგიური სიმბოლიკით მანიპულაცია, დაცინვის ფორმები და ღირებულებათა დისკრედიტაცია, რაც არღვევს საზოგადოების უდიდესი ნაწილის რელიგიურ და მორალურ გრძნობებს. 
სპექტაკლი უამრავ საკითხს ეხმიანება და მასში დამცინავი, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები უამრავია, შეურაცხყოფენ უმთავრეს ღირებულებებს, როგორიცაა ძლიერი ქართული ოჯახის ინსტიტუტი, უფალი და ეკლესია და სხვა სიწმინდეები. ამავდროულად ამავე სპექტაკლში ეწევიან გარყვნილების პროპაგანდას, როგორიცაა მამათვალობა და გაუკუღმართებული და ზნედაცემული სექსუალური ცხოვრება... ამ ყველაფერმა საზოგადოების სამართლიანი ბრაზი და აღშფოთება გამოიწვია. ეს ამორალური სპექტაკლი დაგმო საქართველოს საპატრიარქომაც. 
აღნიშნული ქმედებები, ჩვენი შეფასებით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულ მორწმუნეთა რწმენის, აღმსარებლობის და სინდისის  თავისუფლებას, ასევე შესაძლოა იქნეს შეფასებული როგორც დისკრიმინაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის საფუძველზე. 
სსკ-ის 155-ე მუხლით თანახმად , ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ანდა თუ მას ახლდა მორწმუნის ან ღვთისმსახურის რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა ისჯება ჯარიმით ან პატიმრობით. აღნიშნული სპექტაკლი კი სწორედ მორწმუნეთა რელიგიური შეურაცხყოფის თვალსაჩინო ნიშნებს შეიცავს. 
გარდა ამისა, სპექტაკლში აშკარად იკვეთება ლგბტ პროპაგანდის ელემენტები, რაც ეწინააღმდეგება 2024 წლის 3 ოქტომბერს მიღებულ კანონმდებლობას – „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, მე-9 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად: „დაუშვებელია არასრულწლოვანთან პირდაპირი კომუნიკაციის განხორციელებით მისთვის ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) მიწოდება (გაზიარება) ან/და ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.“ ეს კანონი კრძალავს ლგბტ პროპაგანდის გავრცელებას საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის – კულტურის ღონისძიებების მეშვეობით, მიუხედავად აუდიტორიის ასაკობრივი შეზღუდვისა.
 მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი ასაკობრივად 18+ კატეგორიაში გადის, მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული კანონი კრძალავს მსგავს იდეოლოგიურ მასალის პროპაგანდას საზოგადოებრივ სივრცეში, ვინაიდან ეს მიზანმიმართულად შეურაცხყოფს ტრადიციულ საზოგადოებრივ წყობასა და კონსტიტუციურად დაცულ მორალურ-რელიგიურ ფასეულობებს. ასევე შესაძლებელია აღნიშნული ქმედებები შეფასდეს როგორც საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა და საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი ქცევა, რაც შეიძლება განიხილებოდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის (ხულიგნობა) ფარგლებშიც. 
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით:
დაიწყოს რეჟისორებისა და სპექტაკლის ორგანიზატორთა მიმართ სამართლებრივი ღონისძიებები, როგორც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შესაძლო ნიშნების მატარებელ პირებზე; მოხდეს საჯარო ბოდიშის მოთხოვნა ქრისტიანული თემისა და საზოგადოებისთვის აღნიშნული წარმოდგენის შინაარსის გამო; განხილულ იქნას სამეფო უბნის თეატრის საქმიანობის შეჩერების ან მისი ლიცენზიის გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები, თუკი დადასტურდება სისტემური ანტიქრისტიანული და კონსტიტუციასთან შეუსაბამო საქმიანობა. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების დადგენისთანავე მოხდეს დამნაშავე პირების კანონის სრული სიმკაცრით დასჯა!
პატივისცემით, 
სახალხო ჯგუფი „ანტი მაიდანი მშვიდობისთვის“