საჭიროა 1498 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს მთავრობა
- კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
საქართველოს ქორეოგრაფთა საქველმოქმედო ფონდი
ჩვენ უზომოდ ბედნიერი ვართ, რომ გვაქვს საშუალება ჩვენს ბენეფიციარებს გავუწოდოთ დახმარების ხელი, გავულამაზოთ ცხოვრება, მივცეთ გაქანება მათ ნიჭსა და შემოქმედებას!
დიახ, ჩვენი ფონდის დღის ცენტრს საინტერესო პოტენციალის არაერთი ბენეფიციარი სტუმრობს. ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ, რომ წარმოვაჩინოთ ისინი, მხარი დავუჭიროთ და შემოქმედებითი სტიმული მივცეთ!
„სოციალურად დაუცველი - არ ნიშნავს, რომ არაფერი იცი და ვერაფერს აკეთებ... უბრალოდ, ცხოვრების ამ ეტაპზე ჩვენმა ფორტუნამ უკან დაიხია და მადლობა ღმერთს, რომ უკვე არსებობს საქართველოს ქორეოგრაფთა საქველმოქმედო ფონდი და გვაძლევს ძალას გავუმკლავდეთ სირთულეებს“
ბოლო 3 თვის განმავლობაში მსოფლიოში არსებული პანდემიური მდგომარეობა არსებითად აისახა საქართველოში ყველა სამოღვაწეო და სამუშაო სფეროში, განსაკუთრებით კი მძიმე აღმოჩნდა ეს პერიოდი თვითდასაქმებულ პირთათვის. ყველა ქორეოგრაფი პრაქტიკულად საარსებო შემოსავლის გარეშეა, ფინანსური და პროფესიული სტაგნაცია მერამდენე თვეა მიმდინარეობს.
ჩვენი საქმიანობის სფეროსათვის განსაკუთრებულად ხაზგასმულია ის სიძნელეები, რომელიც დაკავშირებულია ქორეოგრაფიული ხელოვნების საშუალებით მოზარდი თაობის აღზრდის ძალიან დიდი წარსულის მქონე და წარმატებულ პროცესთან.
თქვენთვის ცნობილია, რომ ქართველმა ქორეოგრაფებმა, მათ შორის ახალგაზრდა სპეციალისტებმა მთელს მსოფლიოს მოსდეს ქართული საცეკვაო კულტურის სურნელება და თითქმის ყველა ქვეყნის მსმენელ - მაყურებელს გააცნეს ჩვენი ეროვნული საცეკვაო კულტურა. სამწუხაროდ, როგორც ზემოთ აღინიშნა წარმოიქმნა არაორდინალური ვითარება, როდესაც საფრთხის ქვეშ დადგა მომავალ მოცეკვავეთა მომზადების საქმე. აღარ ტარდება ტრადიციული კონცერტები, დაცარიელდა ქორეოგრაფიული დარბაზები და უმუშევრად დარჩა პედაგოგ-ქორეოგრაფები. ეს ისეთი საფრთხეა, რომელიც შეიძლება ძალიან ცუდი შედეგებით დასრულდეს. კერძოდ, შეწყდეს ქორეოგრაფთა მომზადების პროცესი და ამით ჩამოქვეითდეს ქართული საცეკვაო კულტურის სახე.
ამიტომ,ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა საქველომქედო ფონდი...