საჭიროა 99981 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
ᲡᲐᲖᲝᲒᲐᲓᲝᲔᲑᲠᲘᲕᲘ ᲛᲐᲣᲬᲧᲔᲑᲔᲚᲘ ᲓᲐ ᲮᲔᲚᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲐ ᲮᲐᲚᲮᲘᲡ ᲡᲐᲛᲡᲐᲮᲣᲠᲨᲘ!
პეტიცია განკუთვნილია უახლოეს საპარლამენტო არჩევნებში ლეგიტიმურად არჩეული საქართველოს პარლამენტისათვის.
კონსტიტუციის მიხედვით ხალხი არის ძალაუფლების არა მხოლოდ წყარო, არამედ მთელი ძალაუფლება ეკუთვნის მის უდიდებილესობა ქართველ ხალხს, მაგრამ 33 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მოსული თითოეული პარტია ახდენს სახელმწიფოსმიტაცებას. კონსტიტუცია, ყველა კანონი, სახელმწიფო ინსტიტუციები მორგებულია ვიწროპოლიტიკურ ელიტას და მათთან დაახლოებულ პირთა ინტერესებს, რომლებიც ხალხისა და ბიუჯეტის ხარჯზე მდიდრებიან.
სამოქალაქო საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას არ ეძლევა საშუალება მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფოს მართვაში, კანონშემოქმედებითი, სტრატეგიების შემუშავებისა და ბიუჯეტის განკარგვის მონიტორინგის პროცესებში. 1992 წლის 6 იანვრის სახელმწიფო გადატრიალებისშემდეგ, დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები არ თვლიან თავს ვალდებულად საჯაროდ უპასუხონ ჩვენს კითხვებს; შეგვითანხმონ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება; მათ შორის,ინვესტიციები, ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარება და ბუნებრივი რესურსების განკარგვა.
რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ირჩევს დე-ფაქტო პარლამენტი და ფინანსდება ბიუჯეტიდან, მთელი არხი დე-ფაქტო ხელისუფლების სამსახურში რჩება.
იმისათვის, რომ საქართველოს სახელმწიფოს ნამდვილმა მეპატრონეებმა, მისმა უდიდებულესობა ქართველმა ხალხმა დავიბრუნოთ ძალაუფლება, გთავაზობთ, ხელი მოაწეროთ სამ სამოქალაქო ინიციატივას:
მოვითხოვთ:
1. — საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყოველდღიური ოთხ საათიანი საეთერო დრო, ფილმებისა და სერიალების ნაცვლოდ დაეთმოს მოქალაქეების გადაცემათა ციკლს: “სახალხო პოლიტიკის დრო”
(მაგ.:
სხვადასხვა ტელე გადაცემები მოქალქეთა მონაწილეობით:
1. არასამთავრობო ორგანიზაციები,
2. სამოქალაქო აქტივისტები,
3. არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები,
4. კვირაში ორი ან სამ საათიანი გადაცემა : “შეკითხვები საჯარო მოხელესთან”, სადაც მოქალაქეთა მოწვევით კითხვებს დაუსვამენ საჯარო მოხელეებს)
2. საზოგადოებრივი მაუწყებლის "ბორდი"/ სამეურვეო საბჭო არჩეულ იქნას პირდაპირი წესით უახლოეს არჩებნებზე საქართველოს მოქალაქეთა მიერ.
3. საკანონმდებლო ინიციატივა —
პარლამენტს მივაღებინოთ კანონი, რომლებიც დაავალდებულებს საბიუჯეტო სტრუქტურებში მომუშავეებს, გონივრულ ვადებში დასხდნენ პირდაპირ დებატებში ნებისმიერი მოქალაქის მოთხოვნით (მათ შორის ჟურნალისტების) ან ამ ხასიათის გადაცემაში თუ ონლაინ ჩართვაზე, გამოუშვან მათდამი რწმუნებული სამსახურის პასუხისმგებელი პირი. ასევე შესაძლებელია რამოდენიმე მოქალაქის მსგავს მოთხოვნებს პასუხის გაეცეს შესაბამის გადაცემაში საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
ის პირი, რომელიც უარს იტყვის ასეთ გადაცემაში მონაწილეობის მიღებაზე, განთავისუფლდეს სამსახურიდან.
პარლამენტარს კი დაუკავდეს ხელფასი.
საჯარო მოხელეები ემსახურებიან დამქირავებელს — საქართველოს თითოეულ მოქალაქეს!