საჭიროა 901 ხელმოწერა
ადრესატი:
- ქალაქ რუსთავის თვითმმართველობა
სუფთა ჰაერი რუსთავს
სუფთა ჰაერი რუსთავს!
ქალაქ რუსთავში ფუნქციონრებს რამდენიმე საწარმო, რომელთა "დამსახურებით" ქალაქში ჰაერის დაბინძურების პრობლემა დღემდე აქტუალურია. რაც მავნე გავლენას ახდენს ქალაქის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ჰაერის დაბინძურებას ადასტურებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი https://air.gov.ge/ , სადაც ჰაერში მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკების რაოდენობის ცუდი მაჩვენებელი ფიქსირდება ყოველდღიურად ქალაქის ძველ უბანში, საწარმოების სიახლოვეს. მოსახლეობის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მათ აწუხებთ დაბინძურებული ჰაერი ქალაქში, რაც სხვადასხვა დაავადებების გამომწვევია და მოითხოვენ ქალაქის თვითმმართველობისგან, მეტი ყურადღება მიაქციონ ამ პრობლემის მოგვარებას.
რუსთავის #3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი "ინდიგო" პეტიციით ვითხოვთ, შეიქმნას რუსთავის ტერიტორიაზე არსებული საწარმოების მიერ ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სამსახური და ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოუგვაროს ქალაქ რუსთავის მოსახლეობას ეს პრობლემა, ქალაქში დაცული იყოს ჰაერის სისუფთავის საერთაშორისო სტანდარტი.