საჭიროა 9994 ხელმოწერა
ადრესატი:
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს პრეზიდენტი
- ფინანსთა სამინისტრო
დარიცხული ხელფასის დეტალური ასახვა SMS შეტყობინებებში
მოგეხსენებათ თითოეული ჩვენგანის ხელფასის დარიცხვის შეტყობინებაში მითითებულია მხოლოდ ის თანხა, რაც დაგვრჩა სახელმწიფოს მიერ დაბეგვრის შედეგად. რომლებიც შეადგენენ - 20% საშემოსავლო გადასახადები, 2% საპენსიო გადასახადები.
მოვითხოვთ, რომ ხელფასის დარიცხვის შეტყობინებაში მკაფიოდ იყოს ნაჩვენები, თუ დამსაქმებელმა რა თანხა ჩაურიცხა დასაქმებულს (დარიცხული ხელფასი), სახელმწიფომ რა რაოდენობის თანხით დაბეგრა (საშემოსავლო და საპენსიო გადასახადები) დასაქმებული და რამდენი დარჩა დასაქმებულს ხელზე ასაღები თანხა.
ამ ქმედებით თითოეული მოქალაქე უკეთ გააცნობიერებს თუ რა რაოდენობის თანხით აფინანებს სახელმწიფო ბიუჯეტს, მეტად გაუფრთხილდება სახელმწიფო პროექტების შედეგად განხორციელებულ სამუშაოებსა და შეძენილ ნივთებს და მეტად მოტივირებული და დაინტერესებული იქნება იმ პოლიტიკით, რომელიც მართავს მის გარემოებებს.