საკონტაქტო ინფორმაცია
ატენის ხეობას მიენიჭოს დაცული ტერიტორიის სტატუსი

საჭიროა 9317 ხელმოწერა

683
10000
ადრესატი:
  • თამარ ნუკრაძე-გორის # 1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრი

ატენის ხეობას მიენიჭოს დაცული ტერიტორიის სტატუსი

მოვითხოვთ ატენის ხეობას მიენიჭოს დაცული ტერიტორიის სტატუსი

          ატენის ხეობა გორისმუნიციპალიტეტის სამხრეთით,თრიალეთის ქედის შემადგენელ მთებში მდებარეობსდა მდინარე ტანას მიერ ჩაჭრილიკალაპოტის მარჯვნივ და მარცხნივ ხევებს, ფერდობებს, კლდოვან მასივებს, კლდოვან სივრცეში ბუნებრივ მაცივრებს, ჩანჩქერებს, გოგირდოვან თბილ, სამკურნალო წყლებს  და ბუნების სხვა უნიკალურ ძეგლებს მოიცავს.ხეობისმთლიანისიგრძე 40 კილომეტრია. მდინარეტანა, 1541 მეტრისსიმაღლეზემთელხეობაშიჩაედინებადაუერთდებამტკვარს. ხეობისაუზიდასაწყისშიზღვისდონიდან 600 მეტრზეიწევსდაუმაღლესწერტილში (ლევიტანა) 2 000 მეტრსაჭარბებსდაფარავს 380 კვადრატულიკილომეტრისმოცულობისმთლიანფართობს. ატენის ხეობა ყოველთვის გამოირჩეოდა ფლორის და ფაუნის მდიდარი კომპონენტებით. სამწუხაროდუკვეწარსულში.

          ატენის ხეობის მნიშვნელოვანი განადგურება გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.პირწმინდად გაიჩეხა წიფლნარი და წიწვოვანი ტყეები( ფელი,დიდთავი, ლული, ორმოცი , ბობნევი, ბიისი და სხვა ,,დაჭრილები’’-ასე შეარქვა ხალხმა ერთ,  მთლიანად გაჩეხილ ტყეს).

წლების განმავლობაში დაუცველი და დანაგვიანებული ტერიტორია განადგურების ზღვრზეა. შეცვლილი ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვლინდაძლიერი წვიმის დროს  მცირე მეწყერით, მოსახლეობისბაღებში ტყის ფრინველების მომრავლებამ, იმატა ტყიდან გამოქცეულმა ნადირმა. ბინადარ დაკარგული ცხოველებისა და ფრინველებისთვის ახალი ნიშა შეუგუებელი  აღმოჩნდა. მცენარე მოკლებულ ადგილებში , ცხოველების მსგავად წყალიც ვერ ჩერდება, ჰაერს ჟანგბადი აკლდება და ასეულ წლობით შემდგარი სისტემა კვდება. ის, რაც ხდება ატენის ხეობაში , შეიძლება, ასე შეფასდეს-ეკოგენოციდი!

ატენის ხეობის ეკოლოგიის შენარჩუნება მნიშვნელოვანია არა მარტო გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, არამედ ქვეყნის ეკოსისტემის,  სოფლის მეურნეობის და ეკოტურიზმის განვითარებისათვის. ეს არ არის მხოლოდ ტყის შენარჩუნება, ეს არის ჩვენი ჟანგბადის, წყლის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნება, განვითარება და გლობალური დათბობისგამოწვევების მიმართ მდგრადობა.

სახელმწიფო არ ზრუნავს ატენის ხეობის შესანარჩუნებლად, მის მხრიდან არასათანადო ყურადღება და რეგულაციების ნაკლებობამ გამოიწვია ატენის ხეობის ეკოლოგიის დაუცველობა. ამიტომაც მნიშვნელოვანია ხეობას ჰქონდეს დაცული ტერირტორიის სტატუსი, რათა მისი მოვლა -პატრონობა განხორციელდეს ნორმატიული რეგულაციით და წესით. არ მოხდეს თუნდაც ინფრასტრუქტურის ქაოსური განვითარება ეკოლოგიის ხელყოფის ხარჯზე.

 

ძვირფასო თანამემამულენო! ერთად შევაჩეროთ ეს პროცესი! სანამ გვიანი არ არისერთად გადავარჩინოთ ატენის ხეობა! კვლავ ავაღორძინოთ მწვანე სიცოცხლე!

      ერთად ვიღვაწოთ ატენის ხეობისთვის - დაცული ტერიტორიის სტატუსის მოსაპოვებლად!

    შემოგვიერთდით!