საჭიროა 975 ხელმოწერა
ადრესატი:
- კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
- თბილისის საკრებულო
- საქართველოს მთავრობა
გავერთიანდეთ ერი და ბერი დუტუ მეგრელის ბიუსტის დასადგმელად!
ქალბატონებო და ბატონებო,
მოგესალმებით და გისურვებთ წარმატებებს!
იმედი მაქვს, ხელს მოაწერთ აღნიშნულ პეტიციას, რაც ითვალისწინებს ჩვენი კლასიკოსის, ოთარ ჭილაძის იდეის ხორცშესხმას; კერძოდ, საქმე ეხება დუტუ მეგრელის(დიმიტრი ხოშტარიას) ბრინჯაოს ბიუსტის დადგმას დედაქალაქსა და აბაშის რაიონში; თქვენთვის ზედმეტია იმისი ახსნა, თუ რა გავლენა და მნიშვნელობა იქონია მრავალი თაობის აღზრდა-ჩამოყალიბებაზე დუტუ მეგრელის ,,პატარა ქართველმა'; ეს ლექსი 1901 წელს დაიწერა და იაკობ გოგებაშვილმა 1903 წელს ერთდროულად შეიტანა ,,დედა ენისა'' და ,,ბუნების კარის'' სახელმძღვანელოებში; ეს გახლავთ ურთულესი დრო საქართველოს ისტორიაში...სწორედ, ამ ძნელბედობის ჟამს გამოჩნდა დუტუ მეგრელის სახელმწიფოებრივი, გაბედული და უკომპრომისო პოზიცია...დუტუ მეგრელის ბიუსტი(შესაძლოა, ეს იყოს ,,პატარა ქართველის'' მცირე ზომის ქანდაკება..ამაზე იმსჯელებს კომპეტენტური კომისია...) გახდება საქართველოს ერთიანობის სიმბოლო...აქვე უნდა განვაცხადო, რომ ახალგაზრდა მოქანდაკე გიორგი კიკვაძე მზად არის, სრულიად უსასყიდლოდ შეასრულოს მნიშვნელოვანი სამუშაო; მან უკვე მოამზადა მაკეტი, რასაც გავაცნობ ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა და სამთავრობო დაწესებულებას; ერთი სიტყვით, საჭიროა ჩვენი გაერთიანება და მოქმედება ამ საშვილიშვილო იდეის დასაგვირგვინებლად. დარწმუნებული ვარ, საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მხარს დაუჭერს ჩვენს წამოწყებას, რასაც 2011 წლიდან - დღემდე უშედეგოდ ვცდილობთ; იმედია, საქართველოს მთავრობა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის საკრებულო და მერია, გაითავისებენ ამ ძეგლის დადგმის მნიშვნელობას; გამონახავენ სახსრებსა და სათანადო ადგილს, რომ დავაფასოთ დუტუ მეგრელის ღვაწლი ჩვენი ერის წინაშე და პატივი მივაგოთ იდეის ავტორის, ოთარ ჭილაძის სახელს...ბოლოს: ჩვენ ვიწყებთ საყოველთაო- სახალხო მოძრაობას,რომ სრულიად საქართველომ მონაწილეობა მიიღოს დუტუ მეგრელის ბიუსტის დადგმაში...ვთხოვთ ქალაქის საკრებულოსა და მერიას, გამოგვიყოს ადგილი, სადაც დაიდგმება აღნიშნული ბიუსტი..ხელმომწერებმა შემოგვთავაზეთ თქვენი ვარიანტები...საუკეთესოს შევარჩევთ და შევთავაზებთ საკრებულოსა და მერიას! გავერთიანდეთ და საქართველოში პირველად განვახორციელოთ საერთო-სახალხო პროექტი!...
პატივისცემით,
ელგუჯა მარღია