საკონტაქტო ინფორმაცია
ქონების გადასახადის ახალი წესით ფორმირების შესახებ

საჭიროა 999997 ხელმოწერა

3
1000000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს მთავრობა

ქონების გადასახადის ახალი წესით ფორმირების შესახებ

ქონების გადასახადის ახალი წესით ფორმირების შესახებ

 

მოცემულობა:

 

 არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნების პირობებში საშუალო ეკონომიკური სტანდარტის და სოციალური (ევროპული) მაჩვენებლებთან დასაახლოვებლად  ზედაპირული გათვლებით სამოცი წელი არის საჭირო, რაც მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის ვფიქრობ მიუღებელია.

 

  აუცილებელია გადაიდგას გაბედული და ორიგინალური ნაბიჯები თვისებრივად ახალი და განსხვავებული სოციალ-ეკონომიკური საგადასახადო სისტემის დასანერგად, რათა მოხდეს ჩვენი მცირე/კომპაქტური ეკონომიკის სტიმულირება.

 

 ქვეყანაში უხვად არის-ე. წ. „მკვდარი ქონება“, (როგორც სახელმწიფო აგრეთვე კერძო პირების მფლობელობაში) რომელიც არ გამოიყენება არც პირადი და არც კომერციული დანიშნულებით, შესაბამისად მნიშვნელოვნად, ან სრულად არ არის ჩართული ეკონომიკურ ცხოვრებაში და შესაბამისად არ ქმნის პოტენციალის შესაბამის სამუშაო ადგილებს და პროდუქციას.

 

  ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროექტის/კონცეფციის ფორსირებული წესით მიღება-დამკვიდრების შემთხვევაში გარდაუვალია სწრაფი ეკონომიკური ზრდა და უმუშევრობის შემცირება.   დამატებით არსებული პოსტპანდემიური რეალობიდან გამომდინარე ეკონომიკური ცენტრების კორექციის და საწარმოთა გადანაცვლების/მიგრაციის პირობებში საქართველო უნდა გახდეს საგადასახადო შეღავათების კუთხითაც მიმზიდველი.

 

საქართველოს  სახელმწიფო ბიუჯეტი 2018/2019/2020 წლებში 10-11 მილიარდ ლარს შეადგენდა  და ჩვენი გათვლებით მისი მაჩვენებლები უარეს შემთხვევაში იგივე დარჩება ხოლო უკეთეს შემთხვევაში გაუმჯობესდება, თუ საშემოსავლო ნაწილის უმეტესი წილი გადავა ქონების გადასახადიდან მიღებულ შემოსავალზე.

 

 

 

          პროექტი (ზოგადი კონცეფცია)

 

  არსი მდგომარეობს შემდგომში კერძოდ:

ü მიზანშეწონილია გამარტივდეს საგადასახადო კანონმდებლობა და  გაუქმდეს მოგების, დღგ, საშემოსავლო და ექსპორტის გადასახადი;

ü დაწესდეს (შენარჩუნდეს) ტრანსფორმირებული სახით ქონების გადასახადი;

ü მინიმალური სოციალური საჭიროების ქონება ძალიან მცირედით (სოციალური პროოფილის გადასახადით) უნდა დაიბეგროს;

ü ხოლო რაც უფრო მეტად ასცდება ქონების ჯამური ღირებულება, კოეფიციენტი ერთ პირზე (ან იურიდიულ პირზე)  ამ შემთხვევაში განხორციელდება ქონების პროგრესიული (მზარდი) წესით დაბეგვრა;

 

 

 

ქონები შეფასების სისტემა:

 

სახელმწიფო, ან კერძო აუდიტორის მიერ ხუთ წელიწადში ერთხელ ქონების შეფასების  შემთხვევაში (ხარჯებს იხდის დამკვეთი) ქონების ფასს და საბაზრო ღირებულების შესაბამისად ე. წ. „ჩაკეტილი აქტივად“ რეგისტრირდება, მაგრამ თუ არ სურს ფიზიკურ, ან იურიდიულ პირს აუდიტორული დასკვნის მიღება  თავად შეუძლია მიუთითოს ქონების დეკლარაციაში თანხა და ამ მონაცემის მიხედვით გადაიხადოს ქონების გადასახადი, თუმცა ამ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ან საქართველოს მოქალაქეს შეუძლია გადაიხადოს მითითებული თანხის ხუთმაგი ოდენობა და გახდეს აქტივის მფლობელი, თუმცა პირველ მფლობელს რჩება უპირატესი საშუალება 24 თვის განმავლობაში გადახდილი თანხას პლიუს 20% გამოისყიდოს ქონება/აქტივი.

 

 

  არსებული ქონების ფონდის, აქტივის ინტენსიური, სრული მოცულობით ჩართვა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოიწვევს ეკონომიკის სწრაფ და დინამიურ ზრდას, რომელიც სხვა ტიპის საგადასახადო ტვირთისგან განთავისუფლებული იქნება,  სოციალური სამართლიანობის პრინციპების გათვალისწინებით  და სამოქალაქო მშვიდობის, სამართლიანობის დამყარებას შეუწყობს ხელს.

 

ლუკა მკურნალიძე

გიორგი მკურნალიძე

 

2020   წლის 22 მაისი