საკონტაქტო ინფორმაცია
ქართველი ხალხის სახელით სხვადასხვა სოციალური ფენების ოფიციალური მილოცვა და მიმართვა აშშ-ს პრეზიდენტის ბ-ნი დონალდ ტრამპისადმი

საჭიროა 99 ხელმოწერა

9901
10000
ადრესატი:
  • აშშ ს პრეზიდენტი ბ-ნი დონალდ ტრამპი

ქართველი ხალხის სახელით სხვადასხვა სოციალური ფენების ოფიციალური მილოცვა და მიმართვა აშშ-ს პრეზიდენტის ბ-ნი დონალდ ტრამპისადმი

მის აღმატებულებას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბატონ დონალდ ტრამპს ქართველი ხალხის მ ი მ ა რ თ ვ ა

თქვენო აღმატებულებავ, ქართველი ხალხის სახელით გამოვხატავთ თქვენდამი დიდ პატივისცემას და გილოცავთ მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყნის პრეზიდენტად არჩევას, რაც თქვენ ამერიკელი ამომრჩევლის დიდი ნდობითა და სიყვარულით მოიპოვეთ. ჩვენ, ქართველებს, დიდი იმედი გვაქვს, რომ თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში უფრო განვითარდება, დაიხვეწება და შეიცვლება სახელმწიფო მართვის ახალი პარადიგმები, მსოფლიო ქვეყნებს შორის მშვიდობისა და ჰარმონიული თანამეგობრობის დასამკვიდრებლად, მათი ისტორიის, კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მისაღწევად. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ აშშ-ს წინა ხელისუფლებების მიერ იგნორირებული იყო ქართველი ერის უმთავრესი ნება-სურვილი ზემოაღნიშნულ ფასეულობათა დაცვის თაობაზე, რამაც უფრო გააღრმავა მოსახლეობაში უნდობლობა თქვენი ქვეყნის ზოგიერთი სახელმწიფო უწყების მიმართ. საქართველოში ისინი ეყრდნობოდნენ მათ მიერ დაფინანსებულ არაკომპეტენტურ, არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ვიწრო, მერკანტილურ ჯგუფებს, რომლებიც საზოგადოების ფართო ფენებში არ სარგებლობენ ნდობით, პატივისცემითა და სიყვარულით. ამ ჯგუფების მოღვაწეობა, პარლამენტსა თუ მის გარეთ, იწვევს ერთგვარ ეჭვს „ჩვენი სახელმწიფოს რაობაზე“ და წარმოშობს ორ მეგობარ ქვეყანას შორის ხიდჩატეხილობის სინდრომს. გულწრფელად გვჯერა, რომ თქვენი ინაუგურაციის შემდგომ  გაღრმავდება ჩვენს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც თქვენივე კეთილი ნებით დაადასტურებს 2009 წლის 9 იანვრის ქარტიის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პრინციპებს: ეკონომიკური თავისუფლების განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, ბიზნეს გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისა და ბაზარზე საქონლისა და მომსახურების დაშვების ხელშეწყობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ გამარჯვებას და გვჯერა, რომ თქვენი წარმატებული პოლიტიკით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო გამორჩეულ, ღვთისთვის სათნო როლს და ადგილს დაიმკვიდრებს მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე სამყაროს საკეთილდღეოდ.