დასრულებული
79
50
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
გზა სოფელ თხმორს!
ვართ აღნიშნული მაღალმთიანი სოფლის მკვიდრნი, რომლებიც ვაგრძელებთ ცხოვრებას წინაპართა ნაკვალევზე.
უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში ბევრი შრომისუნარიანი ახალგაზრდა დაუბრუნდა სოფელს, ამასთანავე საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით (02.03.2023, ბრძანება №7791) მიმდინარე წელს სოფლის მკვიდრის ე. გეგეშიძის ინიციატივით სოფელში გახსნება მემორიალური ფოტო-მუზეუმი, რომელიც მიძღვნება ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე პირველ ქართველ მინის მრეწველ მილიონერს გრიგოლ კობახიძეს-,,ჯორჯ-კობს“, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ჩვენს მშობლიურ სოფელ თხმორში.
პირველ რიგში სოფლის ტურისტული პოტენციალის გაზრდის და ასევე მოსახლეობის მიერ საკუთარი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით გთხოვთ, ჩვენი პატარა სოფლის გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას.
ადგილობრივი ხელმძღვანელობის ძალისხმევით რეგულარულად მიმდინარეობს სოფლის გზის გაწმენდითი სამუშაოები წელიწადის ყველა დროს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან წვიმიანობის დროს გზა ისევ ზიანდება და ხშირად მიუვალიც ხდება. აუცილებლობას მოითხოვს გზას ჰქონდეს ბეტონის საფარი, სანიაღვრე და საგზაო გზის დაცვითი აღჭურვილობა. სოფლის შიდა ტერიტორია სულ 6 კილომეტრია. იქედან გამომდინარე, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გეგმავს სოფლის 2 სართულიანი ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოგმართავთ თხოვნით, მაღალმთიანი რეგიონის განვითარების პროგრამის ფარგლებში (,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ) ჩვენი სოფლის გზას ჩაუტაროთ სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც ხელსაყრელი პირობა იქნება სოფლის განვითარებისათვის (რაც ასევე ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას). სოფელ თხმორში სტუმრად მისული ადამიანი სოფლის შესანიშნავ სილამაზესთან ერთად ინახულებს მუზეუმს და გაეცნობა თუ როგორ აფასებს მაღალმთიანი სოფელი მის ნიჭიერ შვილს, რომელსაც 70-მდე მსოფლიო მნიშვნელობის გამოგონება უკავშირდება.
უმორჩილესად გთხოვთ მხარი დაუჭიროთ ჩვენს თხოვნას. ამასთანავე იმედი გვაქვს ხელისუფლების მესვეურთა გულისხმიერების, რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას.