საკონტაქტო ინფორმაცია
ტრანსპორტი არ უნდა გაძვირდეს!

საჭიროა 4937 ხელმოწერა

63
5000
ადრესატი:
  • თბილისის საკრებულო
  • თბილისის მერია

ტრანსპორტი არ უნდა გაძვირდეს!

 

თბილისის მერის ახალი ინიციატივა ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის 100%-ით გაზრდასთან დაკავშირებით, რომელიც დასამტკიცებლად უკვე დარეგისტრირდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, არ უნდა დამტკიცდეს! 

საქართველოში მძიმე სოციალურ-ეკონომოკურ ფონზე, დედაქალაქის მთავრობა იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აცდენილია საზოგადოების რეალურ ყოფას და საჭიროებებს. მაგალითად, ახალი ინიციატივით  ერთჯერადი მგზავრობა 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარი გახდება, ხოლო ერთწლიანი, ულიმიტო აბონიმენტების საფასური კი 250 ლარი ეღირება.

ეს მაშინ, როდესაც  საქართველოში 100 ლარამდე ხელფასი - 190,955 მოქალაქეს აქვს, 100-დან 200 ლარამდე კი - 190,955 მოქალაქეს. როგორც ცნობილია, დასაქმებული ადამიანების უმეტესი ნაწილი სწორედ დედაქალაქში ცხოვრობს და ისინი ნამდვილად ვერ შეძლებენ გაზრდილი ტარიფით მგზავრობას, მით უფრო ერთიანი საფასურის შეძენას ულიმიტო მგზავრობისთვის.

თუ მერიის მიზანი აბონენტების სისტემის შემოღებაა, ეს შესაძლებელია ისე, რომ არ გაძვირდეს ერთჯერადი მგზავრობის საფასური (სტანდარტული 50 თეთრი).

ტრანსპორტი ჩვენი უფლებაა და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ამ უფლებისთვის!

თბილისელებო, ერთად დგომის დროა!

ტრანსპორტი ხალხისთვის არ უნდა გაძვირდეს!