საჭიროა 9980 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს მთავრობა
"მცოცავი ოკუპაციის" პერიმეტრზე დადგნენ ქართველი მესაზღვრეები, თუნდაც მოხალისე, და თუნდაც უიარაღოდ
მოვითხოვთ დადგნენ ქართველი მესაზღვრეები "მცოცავი ოკუპაციის" ზოლთან. ამ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება საზღვრის გადმოწევა "ჩუმად", ღამით, და მოწინააღმდეგე მხარეს მოუწევს პროცესის შეჩერება, ან ძალადობრივი მეთოდის გამოყენება, რაც უკვე სრული სამხედრო ინტერვენციის ფორმას შეიძენს (და უდიდესი ალბათობით არ განხორციელდება მათი მხრიდან, ან იქნება შესაბამისად რეაგირებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ).
შესაძლო პროვოკაციების ასარიდებლად რამდენიმე სტრატეგიის გამოყენება შეიძლება:
შეგვიძლია მესაზღვრეები დავაყენოთ იარაღის გარეშე. ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარეს მოუწევს ფიზიკური ძალადობა შეუიარაღებელ ქართველებზე, და ინციდენტის შემთხვევაში ვერავინ დაგვაბრალებს რომ "პირველი ქართველებმა გაისროლეს".
შეგვიძლია განვათავსოთ საერთაშიროსო დამკვირვებლებისთვის რამდენიმე ჯიხური, რაც მათ სრულ ჩართულობას და ინფორმირებულობას უზრუნველყოფს.
საკმარისი მესაზღვრეების რაოდენობის მისაღწევად შეგვიძლია გამოვიყენოთ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული კადრები (ნაცვლად ობიექტებზე დარაჯად მორიგეობისა).
შეგვიძლია უზრუნველვყოთ მოხალისეთა ორგანიზება, რათა მოხალისეებმა საკუთარი სურვილისამებრ შეძლონ წელიწადში რამდენიმე დღის გატარება საზღვარზე. ამ შემთხვევაში შევძლებთ სრულად დავფაროთ საზღვარი, რა სიგრძეც არ უნდა იყოს.
ნებისმიერ შემთხვევაში, საზღვარი რომელსაც არავინ იცავს, უმარტივესი "გადასაწევია", და არ იპყრობს საერთაშორისო საზოგადოების ჯეროვან ყურადღებას, სამწუხაროდ. ხოლო უიარაღო, ასობით ან ათასობით მშვიდობიანი მესაზღვრის ძალისმიერი მეთოდებით გამოყრა, უკვე სამხედრო ოპერაციაა, რომელსაც დიდი ალბათობით ვერც გაბედავს მომხვდური, და თუ გაბედავს - გაცილებით მეტად შევძლებთ დასავლეთის ყურადღების მიპყრობას პრობლემის მიმართ.