საჭიროა 19973 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს მთავრობა
შმცირდეს საწვავზე დაწესებული აქციზის გადასახადი (დაუბრუნდეს 2017 წლის პირველ იანვრამდე არსებულ ნიშნულს)
არსებული პეტიციის და შემდგომში ამ პეტიციაზე ხელმომწერთა მთავარი მოთხოვნა იქნება, გაუქმდეს საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წლის პირველი იანვრიდან საწვავზე გაზრდილი აქციზის გადასახადი. რომელიც შეადგენდა 250 ლარს და იქნა გაორმაგებული და ამჟამად შეადგენს 500 ლარს 1 ტონა ნებისმიერი ოქტანობის მქონე ბენზინის საწვავზე, ხოლო დიზელის შემთხვევაში ფასმა გაორმაგებულ ნიშნულსაც გადააჭარბა და 150 ლარიდან აწეულ იქნა 400 ლარამდე. 1 ლიტრი ბენზინის შემთხვევაში მხოლოდ აქციზი ნაცვლად 25 თეტრისა გახდა 50 თეთრი, ხოლო დიზელის შემთხვევაში ნაცვლად 15 ისა ამჟამად შეადგენს 0.40 ლარს. (საშუალოდ საქართველოში არსებული ავტომობილები 100 კმ. მანძილზე მოიხმარენ 8-10 ლიტრ ბენზინს, რომლისტვისაც მოსახლეობას მხოლოდ აქციზი უჯდება 4-5 ლარი ყოველ 100 კილომეტრზე)
ქვეყანაში რომლის მოსახლეობაც 3.5 მილიონამდეა, ქვეყანაში რომელშიც 300000 ამდე ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული ადამიანია, ასევე 600000 მდე სოციალურად დაუცველია, უმუშევართა რიცხვი ისეთი მაღალია რომ ჯერჯერობით ვერ მოახერხეს დათვლა, და სადაც მომუშავეთა 60 პროცენტის ხელფასის ოდენობაც კი მინიმალურია. ასეთ მდგომარეობაში არსებული ქვეყნისათვის აქციზის ფასის ზრდა, მითუმეტეს გაორმაგება და გასამმაგება უკვე ასახულია და მომავალში კიდევ უფრო ბევრ უარყოფით შედეგს გამოიღებს ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის.
სწორედ ამ არსებულმა მიზეზებმა და ქვეყანაში არსებულმა დგომარეობამ გვაიძულა მივმართოთ საქართველოს მთავრობას და ასევე პარლამენტს თხოვნით:
გაუქმდეს 2017 წლის პირველ იანვრიდან ძალაში შესული კანონი, საწვავის აქციზის მატებასთან (გაორმაგება-გასამმაგება) დაკავშირებით და აქციზის გადასახადი დაუბრუნდეს 2017 წლის პირველ იანვრამდე არსებულ ნიშნულს. მადლობა.