საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისის უძველესი ძეგლის - თბილისის ათეშგას დასაცავად!

დასრულებული

1000
1000
ადრესატი:
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
  • თბილისის მერია

თბილისის უძველესი ძეგლის - თბილისის ათეშგას დასაცავად!

2016 წლის 27 ოქტომბერს, თბილისის არქიტექტურის სამსახურის კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ თანხმობა მისცა გომის ქ. 1-ში სამ სართულიანი ნაგებობის ცვლილების ესაკიზურ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს აქ არსებული ნაგებობის ზედა ნიშნულის აწვას, ტერასაზე კაფეტერიის, ლიფტის, სან-კვანძისა და სმაზარეულოს დაშენების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ ობიექტი მდებარეობს თბილისისა რქეოლოგიური ძეგლის, ზოროასტრული ცეცხლის ტაძრის, ათეშგას პირდაპირ, რომლის ბაქნიდანაც ხედი იშლება ქალაქზე და კერძოდ კალაზე.  გომის ქ. # 1-ში  2007  წელს აგებული შენობის ზედა ნიშნული უკვე სცდება აქ ადრე არსებული შენობის სახურავის ნიშნულს და იჭრება ათეშგას ბაქნიდან ისტორიულ კალაზე არსებულ ვიზუალურ კორიდორში. შესაბამისად ახლა შენობის ზედა ნიშნულის მცირედად აწევაც კი კიდევ უფრო შელახავს ამ უნკალური ძეგლის ისტორიულ გარემოს  კონტექსტს და თვით ბეთლემის "კომპლექსის“ სივრცით ჰარმონიულობას.

მივმართავთ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს, თბილისის მერს დავით ნარმანიას და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს ნიკოლოზ ანთიძეს:

  1. არ დაუშვათ თბილისის ათეშგას ვიზუალური გარემოს შემდგომი ხელყოფა, რასაც გამოიწვევს გომის ქ. #1-ის ზედა ნიშნულის თუნდაც ნაწილობრივ აწევა. თუ საჭიროა მოწვეულ იქნას გაფართოებული ძეგლთა დაცვის სფეროს ექსპერტთა წრე და დეტალურად იქნას განხილული არეალის სივრცითი მოწყობის საკითხები;
  2. დაიწყოს მუშაობა თბილისის ათეშგას ოფიციალური მოვლა-პატრონობის, დაცვის, მონიტორიგის ადმინისტრაციულ უზრუნვეყოფაზე. განისაზღვროს ძეგლის მართვაზე პასუხიმსგებელი ადმინისტრაციული ერთეული.
  3. თბილისის ათეშგას მიენიჭოს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი და ოფიციალურად დადგინდეს მისი დაცვისთვის საჭირო პარამეტრები.