საჭიროა 9865 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მცირე ფერმერების და გლეხების დახმარება
ვითხოვთ,მცირე ფერმერების და გლეხების დახმარებას.
ჩვენის შრომას აზრი აღარ ააქვს,რადგან ხარჯი ასწრებს მოგებას,სათანადო ფასად ვერ ვყიდით ჩვენი შრომით,მოყვანილ პროდუქტს.
რადგან იმპორტირებული პროდუქტი დაბალ ფასში იყიდება.
მაგალითისთვის..პირუტყვის საკვები ძალიან ძვირია და ყველს გლეხი იძულებულია გაყიდოს 6 და 8 ლარში,რადგან ეშინია არ გაუფუჭდეს.ასევე ხორცი 7 ლარი როდესაც თივის პრესი 20 და 30 ლარამდეა.იგივეა ფრინველებზეც და ა.შ.
გამომდინარე აქედან ვითხოვთ მცირე ფერმერების და გლეხების დახმარებას ძალიან გაგვიჭირდა სოფლებიდან გარბის მშრომელი ხალხი საზღვარგარეთ სამუშაოდ, რადგან შრომობს კაცი და არაფერი გამოსდის...თქვენი პროგრამები და გრანტები,მორგებულია ისევ მსხვილ და მონოპოლისტ მსხვილ ფერმერებზე,რაც მისასალმებელია,მაგრამ მოგვხედეთ ჩვენც....თქვენი კაბინეტებიდან ამ პრობლემებს ვერ დაინახავთ გამოდით და კომუნიკაცია იქონით მშრომელ ხალხთან თუ მართლა გაინტერესებთ საქართველოს წინსვლა და არადამოკიდებულება იმპორტირებულ პროდუქტებზე ან მარცვლეულზე.
#მოგვხედეთმცირეფერმერებსდაგლეხებსსასწრაფოდ.