საჭიროა 3589 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
- თბილისის მერია
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ქართული ღვინის მუზეუმი - თბილისის სავიზიტო ბარათი
საქართველო უკვე დიდი ხანია ღვინის სამშობლოს სტატუსით სარგებლობს. აქ მევენახეობა-მეღვინეობის მსოფლიოში უძველესი ნაკვალევია აღმოჩენილი. ღვინის ისტორია ნეოლითის ხანაში დაიწყო და ამის დამადასტურებელი ფაქტები ყველაზე ცხადად ჩვენს ქვეყანაში გამოჩნდა. არაერთმა არქეოლოგიურმა აღმოჩენამ დაადასტურა , რომ ადამიანისა და ვაზის ურთიერთობა ძვ.წ. VI ათასწლეულიდან დაიწყო და რომ საქართელოს ტერიტორიაზე არამხოლოდ პირველი კულტურული ვაზი გვხვდება, არამედ ღვინის პირველი ნიშნებიც.
აქედან გამომდინარე აუცილებლად მიგვაჩნია საქართველოში და კერძოდ თბილისში შეიქმნას მაღალი დონის ქართული ღვინის მუზეუმი რომელიც ქვეყნის და ჩვენი დედაქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება.
რატომ თბილისში?
თუ გავითვალისწინებთ ბოლო წლებში ტურისტული ნაკადის დინამიურ ზრდას (დაახლოებით 8 მილიონი ტურისტი წლის განმავლობაში) ყველაზე აქტიური ადგილი ძველი თბილისის ტერიტორიაა. სადაც უკვე რამოდენიმე წელია უფუნქციოდ დგას ეგრეთ წოდებული ,,დოქები’’-ს ნაგებობა. ამ ადგილას მუზეუმის არსებობა დიდწილად გარანტიაა იმისა, რომ სტუმრების უმრავლესობა ადვილად მოხვდება ამ მუზეუმში რაც მისი რენტაბულობის გარანტია იქნება. ამავე დროს გაცოცხლდება დღემდე უფუნქციოდ არსებული ნაგებობა.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ვინაიდან საქმე ეხება ქვეყნის სახეს და იმიჯს, მუზეუმის კონცებციის შექმნა და მოწყობა უნდა ითავოს სახელმწიფომ.