
საჭიროა 19994 ხელმოწერა
ადრესატი:
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს პრეზიდენტი
- ფინანსთა სამინისტრო
მოვითხოვთ მარჯვენა საჭიანი ავტომობილების აქციზის განახევრებას
ჩვენ, მოვითხოვთ მარჯვენა საჭიანი ავტომობილების განბაჟებისას მოქმედი აქციზის მინიმუმ 50%-ით შემცირებას.
ბევრი მოქალაქე ირჩევს მარჯვენა საჭიან ავტომობილებს მათი ხელმისაწვდომობის, ეკონომიურობისა და ტექნიკური გამართულობის გამო. მსგავსი ავტომობილები უმეტესად იაპონიიდან შემოდის და როგორც წესი გაცილებით უკეთეს ტექნიკურ მდგომარეობაშია, ვიდრე სხვა ბაზრებიდან მაგალითად, ამერიკიდან ჩამოყვანილი დაზიანებული ან ავარიული ავტომობილები.
ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებლის უსაფრთხოებისთვის, ასევე გარემოს დაცვის კუთხით — მარჯვენა საჭიანი ავტომობილების უმეტესობა ახალი სტანდარტების შესაბამისია და დაბალი გამონაბოლქვი აქვთ, რაც უწყობს ხელს ჰაერის დაბინძურების შემცირებას.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, დღეს მოქმედი აქციზის პოლიტიკა უარყოფითად აისახება ამ ტიპის ტრანსპორტის ხელმისაწვდომობაზე, რაც სამართლიანობისა და ეკოლოგიური განვითარების პრინციპებს ეწინააღმდეგება.
აქციზის შემცირება:
-
წაახალისებს ეკოლოგიურად სუფთა და ტექნიკურად გამართული მანქანების იმპორტს
-
გაზრდის ბიუჯეტის შემოსავალს იმპორტის მოცულობის ზრდის ხარჯზე
-
გაზრდის სატრანსპორტო ხელმისაწვდომობას რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის
მოთხოვნით მივმართავთ:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტს — გადახედოს და შეცვალოს არსებული პოლიტიკა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მიმართ, და უზრუნველყოს აქციზის შემცირება.