საკონტაქტო ინფორმაცია
არჩევნებში ძალადობის და დისკრიმინაციის დაუშვებლობის მანიფესტი

საჭიროა 541 ხელმოწერა

459
1000
ადრესატი:
  • პოლიტიკური პარტიები, ხელისუფლება, მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატები, მოსახლეობა, მედიის წარმომადგენლები.

არჩევნებში ძალადობის და დისკრიმინაციის დაუშვებლობის მანიფესტი

ქვეყანის დემოკრატიის განვითარების  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნების ჩატარებაა. არჩევნები სამართლიანი ვერ იქნება თუ საზოგადოების ყველა სოციალურ ჯგუფს არ მიეცემა არჩევნებში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს  მნიშვნელოვანია კანდიდატების და განსაკუთრებით ქალი კანდიდატების მიმართ არ მოხდეს რაიმე ტიპის დისკრიმინაცია, საარჩევნო უფლებების შეზღუდვა, სიძულვილის ან დისკრიმინაციული ენის გამოყენება.

არადისკრიმინაციულ და არაძალადობრივ გარემოში საარჩევნო აგიტაციის წარმართვის უფლება ორივე სქესისათვის გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობით. სახელმწიფო და არჩევნებში ჩართული ყველა მხარე ვალდებულია, უზრუნველყოს აღნიშნული უფლების პრაქტიკაში რეალიზება.

„ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ მოუწოდებს:

ყველა პოლიტიკურ ძალას და საარჩევნო სუბიექტს, ხელისუფლებას, საკრებულოს წევრობის და მერობის კანდიდატებს, მოსახლეობას და მედიის წარმომადგენლებს,

2017    წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების დროს არ მოხდეს:
 

  1. საარჩევნო კამპანიის წარმართვა ძალადობრივ გარემოში; სქესის ნიშნით ან სხვა რაიმე ტიპის დისკრიმინაცია და  უფლებების შელახვა;
  2. კანდიდატების მიმართ ძალადობა ან საარჩევნო კამპანიის წარმართვაში ხელის შეშლა;
  3. ამომრჩეველი ქალების მიმართ არჩევნებში მონაწილეობაში ხელის შეშლა; არჩევანის გაკეთების დროს იძულება ან რაიმე ტიპის სხვა საარჩევნო ძალადობა;
  4. საჯარო გამოსვლებსა თუ მედია საშუალებებში დისკრიმინაციული გამონათქვამების და სექსისტური  ენის გამოყენება.

 

„ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ წინასაარჩევნო პერიოდში განახორციელებს მონიტორინგს და ყველა მსგავსი ტიპის ქმედებაზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას და  ყველა შემთხვევას გამოიტანს საჯაროდ განსახილველად.

ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს, კანდიდატს, ორგანიზაციას, ფიზიკურ პირს  შეუძლია საკუთარი ხელმოწერით დაადასტუროს მანიფესტში მოცემული პრინციპების მხარდაჭერა.