საჭიროა 49879 ხელმოწერა
121
50000
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს პრეზიდენტი
ჩამოერთვას ავიაკომპანია "აირზენას" საქართველოს ავიახაზების სახელით სარგებლობის უფლება
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, არ გვსურს, ეროვნული ავიახაზების სახელით სარგებლობდეს ისეთი ავიაკომპანია, რომელიც არ ითვალისწინებს ჩვენი მოქალაქეების ნება-სურვილს, ქართულმა ავიაკომპანიამ არ აღადგინოს ფრენა რუსეთის მიმართულებით. რუსეთმა აგრესიული ომი წამოიწყო ჩვენი მეგობარი ქვეყნის, სუვერენული სახელმწიფოს, უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვალს, რის შემდეგაც რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა შეწყვიტა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების უმეტესობამ: ევროკავშირის ქვეყნებმა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და აშშ-მ. ჩვენ გვჯერა, რომ „საქართველოს ავიახაზები“ და საქართველოს სახელით მოქმედი ნებისმიერი კომპანია უნდა ითვალისწინებდეს პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებს. #არაჩვენისახელით