საჭიროა 4980 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს მთავრობა
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა
პ ე ტ ი ც ი ა
ადრესატი :
. საქართველოს პრემიერ- მინისტრი
. საქართველოს მთავრობა
. საქართველოს პარლამენტი
საქართველოში შექმნილმა ეკონომიკურმა ვითარებამ , რომელიც გამოწვეულია COVID - 19 პანდემიის შედეგად , სავალალო მდგომარეობამდე - ფაქტობრივად სრულ გაკოტრებამდე მიიყვანა მცირე და საშუალო ბიზნესის დიდი ნაწილი.
ჩამოშლილია ტურისტული ბიზნესი ,რომელიც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ყველაზე მზარდი ტენდენციით გამოირჩეოდა ,დასაქმებული ყავდა დაახლოვებით 300 000 ადამიანი . აღნიშნულ სექტორში მომუშავე სუბიექტები დგანან ეკონომიკური კოლაფსის წინაშე .
გარდა ტურისტული ბიზნესისა ქვეყანაში შექმნილი ე.წ. ,, ლოქდაუნის " და გარკვეული ტიპის შეზღუდვების შედეგად გაკოტრების ზღვარზეა მისული მცირე და საშუალო ბიზნესის დიდი ნაწილი, რომლის გამართული ფუნქციონირება სახელმწიფოს პრიორიტეტი და დასაქმების ერთ- ერთი წყაროა.
აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე , მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ,სუბიექტები , რომლებიც ვქმნით ქართულ ეკონომიკას ვთვლით , რომ გვჭირდება სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა ჩვენი ბიზნესის გადარჩენისთვის. შესაბამისად , წარმოგიდგენთ პეტიციას შემდეგი მოთხოვნებით :
1 . ტურისტულ ბიზნესში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის სრული საგადასახადო ამინისტია 2 წლის ვადით .
2. დღგ - ზღვარი ნაცვლად 100 000 ლარისა განისაზღვროს 500 000 ლარის ოდენობიათ .
იმისთვის, რომ მზად შევხდეთ პოსტ- პანდემიურ პერიოდს , საგადასახადო ამინისტია მოგვცემს სწრაფი რეამინირების საშვალებას . გაზდილი ფასების და გაუფასურებული ლარის პირობებში დღგ - ს მოქმედი ზღვარი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არის არაადექვატური .
პეტიციაზე ელექტრონული ხელის მოწერით ადასტურებთ , რომ იზიარებთ ძირითადი ორი მოთხოვნის შინაარს .