საკონტაქტო ინფორმაცია
სამთო-სათხილამურო კურორტებზე მოქმედი ბიზნეს-ოპერატორებისა და ზამთრის სამთო-ტურიზმის გულშემატკივართა მოთხოვნა!

საჭიროა 4792 ხელმოწერა

208
5000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს მთავრობა

სამთო-სათხილამურო კურორტებზე მოქმედი ბიზნეს-ოპერატორებისა და ზამთრის სამთო-ტურიზმის გულშემატკივართა მოთხოვნა!

სამთო-სათხილამურო კურორტებზე მოქმედი ბიზნეს-ოპერატორებისა და ზამთრის სამთო-ტურიზმის გულშემატკივართა მოთხოვნა!

 

ეპიდემიოლოგთა და მთავრობის წევრთა ბოლოდროინდელი განცხადებები ცხადჰყოფს, რომ მთავრობა არ აპირებს მიმდინარე სეზონზე მთის კურორტების გახსნას, არ აწარმოებს კონსულტაციას იქ მომუშავე ბიზნეს-სექტორთან, რომელიც გაუაზრებელი ეპიდშეზღუდვების შედეგად გაკოტრების პირასაა, და არ ითვალისწინებს არც ადგილობრივი მოსახლეობის აზრს, რომელიც უმუშევრად არის დარჩენილი. ზამთრის სეზონის სრულად ჩავარდნის შემთხვევაში ორივე ეს ჯგუფი კიდევ ერთი წლით რჩება შემოსავლის გარეშე რაც დაუშვებელი პერსპექტივაა როგორც ამ ადამიანებისა და მათი ოჯახებისთვის, ასევე მთლიანად ეკონომიკისთვის. სექტორი უკვე ისედაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია და მისი რეაბილიტაცია ხანგრძლივ მარკეტინგულ და საინვესტიციო მუშაობას მოითხოვს, რაც თუკი დაუყონებლივ არ დაიწყო, შემდეგ დაგვიანებულიც შეიძლება აღმოჩნდეს.

ამდენად მოგიწოდებთ ადექვატურად რეაგირებისთვის, კერძოდ კი ვითხოვთ შემდეგს:

⇒ სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, მესტია, გოდერძი) 1 თებერვლიდან ამუშავდეს საბაგიროები ეპიდ-უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით;

⇒ სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, მესტია, გოდერძი) რეგისტრირებულ ყველა ბიზნეს ობიექტს, ასევე ყველა იქ დასაქმებულ პირს, ადგილობრივ მცხოვრებლებს გაეწიოთ შუამდგომლობა საბანკო ვალდებულებების ერთი წლით, მომდევნო ტურისტულ სეზონამდე გადასავადებლად.

⇒ სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, მესტია, გოდერძი) ყველა იმ ობიექტის ოპერატორს, რომელიც სახელმწიფოს მოიჯარეა ერთი წლით შეუჩერდეს საიჯარო გადასახადი.

⇒ სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, მესტია, გოდერძი) მოქმედი ბიზნეს-ოპერატორების ხელშესაწყობად მინიმუმ 2 წლით 10%-მდე შემცირდეს მათთვის დღგ-ს გადასახადი.

⇒ სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, მესტია, გოდერძი) მოქმედი ბიზნეს-ოპერატორების ხელშესაწყობად მინიმუმ 2 წლით 15%-მდე შემცირდეს მათთვის საშემოსავლო გადასახადი.