საჭიროა 2693 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეების მშობელთა განცხადება
თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეების მშობელთა განცხადება
ჩვენ, თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეთა მშობლები ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით და ვხედავთ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს. ეს სკოლა. თავისი ისტორიული გამოცდილებით და მდებარეობით, ყოველთვის იყო საქართველოში მიმდინარე მოვლენების ერთ-ერთი ეპიცენტრი. სწორედ ამიტომაც, ვფიქრობთ, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი, როგორც კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეთა მშობლების პოზიციას.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში, რომ ჩვენი ქვეყანა მუდმივად უნდა ისწრაფვოდეს ევროინტეგრაციისაკენ, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში. ამიტომაც უპირობოდ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ყოველგვარი შეფერხებისა და გადავადების გარეშე.
ჩვენ, თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეთა მშობლები ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი იღონოს, რომ ჩვენს შვილებს, თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებსა და მათ თანატოლებს, ისევე როგორც მთელ საზოგადოებას, მთელი ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე არ შეექმნას.