დასრულებული
ადრესატი:
- თბილისის მერია
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
ჰაერის დაბინძურების პრევენცია თბილისში
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით ქალაქში სავალალო მდგომარეობაა.
საქართველოში მოძრავი მანქანების უმრავლესობა თბილისშია თავმოყრილი. ქალაქში ხშირია საცობები, რომლის დროსაც ყველაზე დიდი რაოდენობით გაიფქვევა მავნე ნივთიერებები. ჰაერის შემცველობაში დამაბინძურებელი ნივთიერებების რაოდენობა თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით დასაშვებ ნორმას 4-ჯერ აჭარბებს. დაბინძურების მთავარი წყარო ქვეყანაში, განსაკუთრებით კი დედაქალაქში მომრავლებული ავტოტრანსპოტი და მისი გამონაბოლქვია. სპეციალისტები ქრონიკული დაავადებების ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად სწორედ ჰაერის დაბინძურებას ასახელებენ.
აშკარაა, რომ გარკვეული მკაცრი ზომებია ამ მხრივ გასატარებელი.
ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსაწორებლად და შესაბამისად განსატვირთავად გთავაზობთ შემდეგს:
1. მოხდეს ქუჩებში ტრანსპორტის მოძრაობის რაციონალური დაგეგმარება,
2. საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დაწესდეს რაიონული და მიკრო-რაიონული მიღების პრინციპი(ეს მე მგონი წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებების ძირითად პრინციპთან)
3. სატვირთო მანქანებისათვის ცენტრალურ ქუჩებზე სამოძრაოდ გაიცეს სპეციალური საშვი დროისა და დანიშნულების პუნქტის მითითებით.
4. შეიზღუდოს ყვითელი სამარშრუტო ტაქსები ცენტრალურ უბნებში და ძირითადად გადანაწილდეს გარეუბნებში.
5. აიკრძალოს ტაქსებად მარჯვენა-საჭიანი ტრანსპორტის გამოყენება, მგზავრის უსაფრთხოების გამო.
6. შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა ცენტრალურ ქუჩებზე, თუნდაც ფასის დაწესების შედეგად
7. ხელი შეეწყოს და წახალისდეს ტაქსებად ჰიბრიდული და ელექტრომობილების გამოყენებას
8. მაღალი კუბატურის ძრავებზე დაწესდეს გარემოს ზიანის გადასახადი
9. შეიქმნას ერთიანი ორგანო, რომელიც იქნება პასუხისმგებელი, მაკოორდინირებელი და მარეგულირებელი საგზაო მოძრაობის, ტრანსპორტისა და ყველა მასთან დაკავშირებულ საკთხებზე.
10. აიკრძალოს ,,ევრო-4’’ ეკოლოგიურ სტანდარტზე უფრო ასაკოვანი ავტომობილების იმპორტი საქართველოში (რაც უკვე გააკეთა აზერბაიჯანმა).
11. ტაქსის მძღოლებისთვის ამოქმედდეს მართვის მოწმობების კატეგორიების სისტემა. (ასეთი კატეგორია არ არსებობს)
12. გამკაცრდეს რეგულაციები მწვანე საფარის მოვლა-შენარჩუნებასთან დაკავშირებით, კერძოდ ხეების ჭრის თაობაზე და ნარგავების გეგჩაზომიერი განაშენიანების განსავითარებლად.
13. მელიქიშვილისა და ნიკოლაძის ქუჩების კვეთის მიმდებარედ, როგორც ეკოლოგიურად მძიმე მდგომრეობის არეალი, განთავსდეს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ავტომატური სადგური, ან/და სისტემატურად ჩატარდეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვები.
14. რეალიზებადი საწვავის შემადგენლობის ნორმები მიახლოებული იყოს ევროკავშირში არსებულ ნორმებთან.
15. სისტემატურად და გამჭვირვალედ ჩატარდეს საწვავის ხარისხის კვლევა დამოუკიდებელი ლაბორატორიის მიერ.