საჭიროა 4639 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
ერთად გადავარჩინოთ მუხნარის ტყე!
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,
ამავე სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს
_ მოგმართავთ, პროექტის "ახალგაზრდების გაძლიერება წარმატებისათვის" ფარგლებში შექმნილი „ახალგაზრდების გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბი“ -ს იგივე SKYE კლუბის სახელით;
_მოგმართავთ იმ ახალგაზრდების სახელით, რომლებიც უკვე წლებია ვუყურებთ ქუთაისის შემოსასვლელთან მდებარე მუხნარის ტყის სავალალო მდგომარეობას.
სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არ ფლობს ინფორმაციას მუხნარის ტყის სავალალო მდგომარეობის შესახებ. ტყის ფართობი წლების განმავლობაში მცირდებოდა და ის ამჟამად განადგურების პირასაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება წითელ წიგნში შეტანილ ძელქვასა და იმერულ მუხას, რომელთა მდგომარეობა საჭიროებს სპეციალურ ყურადღებას და კონტროლს.
კერძოდ, ვითხოვთ:
_ტყის მცენარეებს ძლიერ აზიანებს მავნებლები განსაკუთრებით, ხარაბუზა, რომლის მატლებსაც შეუძლია 2 წელში ხე მთლიანად მოსპოს და გაანადგუროს. საჭიროა ჩატარდეს სპეციალური ღონისძიებები, რათა მოხდეს ამ მავნებლების განადგურება;
_საჭიროა ჩატარდეს ტყის აღწარმოება;
_ტყის ტერიტორია დაცული იყოს პირუტყვებისაგან;
_გატარდეს ისეთი ღონისძიებები, რომლითაც შემცირდება ანთროპოგენური ფაქტორის მავნე ზეგავლენა ტყეზე;
_მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ტყე დაიტვირთოს მრავალფუნქციურად_ მიენიჭოს მას რეკრეაციული ფუნქცია;
_საჭიროა სისტემატურად ექცეოდეს ტყეს სპეციალური და კომპეტენტური პირებისგან ყურადღება და ხდებოდეს მეთვალყურეობა.
კლუბი CFF -ი / მომავლის ახალგაზრდები