საკონტაქტო ინფორმაცია
დაჩქარდეს  საქართველოს კანონის მიღება ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ.

დასრულებული

500
500
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

დაჩქარდეს საქართველოს კანონის მიღება ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ.

       დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველზე, უმართავი ხანძრების გამო შექმნილია უმძიმესი მდგომარეობა. სასოფლო სამეურნეო ნაკვეთებში მოსავლის აღების შემდეგ ათასობით ჰექტარზე გავრცელდა ხანძარი. სამწუხაროდ უპასუხისმგებლო ფერმერების მიერ დამკვიდრებული ასეთი პრაქტიკა წლიდან წლამდე მეორდება, ნადგურდება ქარსაფარი ზოლები, რითაც დიდი ზიანი ადგება, როგორც სოფლის მეურნეობას ასევე ბიომრავალფეროვნებას. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის და შსს-ს კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს დედოფლისწყაროს სახანძრო სამაშველო განყოფილების თანამშრომლები ცდილობენ, როგორც პროფილაქტიკური ღონისძიებებით, ასევე ხანძრების ლიკვიდაციით, შეაჩერონ ქარსაფარი ზოლების განადგურება, მაგრამ ეს მათ ძალებს აშკარად აღემატება. ჩვენ და ჩვენი მხარდამჭერები მოვითხოვთ დაჩქარდეს საქართველოს კანონის მიღება ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ.

პატივისცემით, 
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების 
მეგობართა ასოციაციის წევრი    პავლე თავაძე