დასრულებული
151
150
ადრესატი:
- თბილისის მერია
- თბილისის საკრებულო
- საქართველოს პარლამენტი
შეიქმნას პარკირების ადგილები და აიკრძალოს ტროტუარზე მანქანის დაყენება
ბოლო დროს წარმოებული უამრავი მშენებლობისა და მანქანების მომატებული რაოდენობის, ამასთანავე გაუმართავი მანქანების გამო თბილისში სუნთქვა ფაქტიურად შეუძლებელი გახდა, ხოლო ქუჩებში გადაადგილება კი თითქმის წაემოუდგენელი. ქვეითად მოსიარულე მოქალაქეების ჩათვლით, რომელთაგან უამრავი მშობელი ბავშვთან ერთად, ქვეითად ან საბავშვო ეტლით იძულებილია გადაადგილება მოახდინოს გზაზე, სადაც მოძრაობენ ავტომანქანები, იმის გამო, რომ ტროტუარებზე მანქანები აყენია. შშმ პირების გადაადგილება ასეთ პირობებში კი საერთოდ წარმოუდგენელია. უამრავი ადამიანია, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს და დისკომფორტთან ერთად საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ და მოაგვაროთ აღნიშნული საკითხი. ნუ დაუშვებთ, საფრთხე შეექმნას თქვენი ქვეყნის მოქალაქეებს!