საკონტაქტო ინფორმაცია
საპენსიო სისტემის ახალი რეგულაციების გადახედვის მოთხოვნა

საჭიროა 8490 ხელმოწერა

1510
10000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი
  • ფინანსთა სამინისტრო
  • საპენსიო ფონდი
  • საპენსიო ფონდი

საპენსიო სისტემის ახალი რეგულაციების გადახედვის მოთხოვნა

მიმართვა: საქართველოს პარლამენტი/საქართველოს ფინანასთა სამინისტრო/ საპენსიო სააგენტო

 

2025 წელს მიღებული საპენსიო სისტემის რეგულაციები, რომლებიც ითვალისწინებეს დეკლარაციის დაზუსტებისას ჯარიმებს და წინა პერიოდის გამოსასწორებლად შეზღუდულ ვადას სერიოზულ პრობლემას უქმნის თვითდასაქმებულს და დამსაქმებელს

 

პეტიციის მოთხოვნა:

საკითხი N1 დეკლარაციის დაზუსტება

 

დეკლარაციის დაზუსტებაზე ჯარიმები გაუმართლებლად მკაცრია მაშინ როდესაც ხშირ შემთხვევაში შეცდომა ტექნიკური ხასიათს ატარებს და არ წარმოადგენს განზრახ დარღვას.

 

საკითხი N2 წინა პერიოდის გამოსასწორებელი ვადა

წინა პერიოდის გამოსასწორებლად მინიჭებული ვადა (მაგალითად 30 ან 60დღე) რეალურ პირობებში ხშირად საკმარისი არ არის განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისათვის.

 

მოთხოვნა

 

საკითხი N1 დეკლარაციის დაზუსტება

შემოსავლების სამსახურის საიტზე შესაძლებელია დეკლარაციის დაზუსტება და ეს არ ითვალისწინებს არანაირ დამატებით სანქციებს. ასევე სხვადასხვა მაკონტროლებელი ორგანოები რომლებიც მეწარმე სუბიექტისგან ითხოვენ სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდებას დეკლარაციის ან სხვა ფორმით იძლევიან საშუალებას კორექტირების ყოველგვარი სანქციის გარეშე.

დეკლარაციის დაზუსტების ჯარიმა გაუქმდეს ან დადგინდეს იმ შემთხვევებში როცა დარღვევა განზრახი და მნიშვნელოვანი ზიანის მომტანია

 

საკითხი N2 წინა პერიოდის გამოსასწორებელი ვადა

 

წინა პერიოდის გამოსასწორებლად გაცემული ვადა გაგრძელდეს მინიმუმ 6 თვემდე შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილია ხანდაზმულობის ვადა 3 წელი. სასურველია აქაც იგივე ან უფრო მცირედი ვადა, მაგალითად 1 წელი, რათა მეწარმე სუბიექტს ქონდეს ვადა ხარვეზის გამოსწორების.

 ასევე რეგულაციებში აისახოს მოქნილი მიდგომა ტექნიკური შეცდომების და მცირე ხარვეზების მიმართ