საკონტაქტო ინფორმაცია
დააჩქარე ცვლილებები!

საჭიროა 282 ხელმოწერა

718
1000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი

დააჩქარე ცვლილებები!

დააჩქარე ცვლილებები!

შენი ხელმოწერით დააჩქარე საკანონმდებლო ცვლილებები!

სოციალურ მეწარმეობასის საკანონმდებლო რეგულირების საკითხი  საკანონმდებლო სივრცეში 2015 წელიდან განიხილება, 2018 წელიდან კი საქართველოს პარლამენტი განიხილავს დეპუტატთა ჯგფის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „სოციალური მეწარმეობის შესახებ“. თუმცა დღეისათვის კანონპროექტი კვლავ საკომიტეტო განხილვების ეტაპზეა.

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია სოციალური მეწარმეობის ინსტიტუციონალიზაციისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. კანონი არეგულირებს სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობასთან, სოციალურ საწარმოთა ფუნქციონირებასთან, საქმიანობის მონიტორინგთან, სტატუსის მოპოვებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს.

კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს კანონის მიღებას. კამპანიის ინიციატორია  „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ და „სოციალურ საწარმოთა ალიანსი“.  

სოციალური საწარმოები პასუხობენ ისეთ საზოგადოებრივ გამოწვევებს, როგორებიცაა:

  • ნაკლებად კონკურენტული პირების დასაქმება და რეინტეგრაცია;
  • სოციალური სერვისების მიწოდება;
  • მოწყვლადი რეგიონების / დასახლებული პუნქტების დანვითარება
  • ისეთი სფეროების განვითარება, როგორიცაა გარემოს დაცვა, რეციკლირება,   ხელოვნება და კულტურა, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა, და სხვა.

საქართველოში  უკვე შექმნილია მრავალი წარმატებული სადემონსტრაციო მაგალითი იმისა, თუ რა სოციალური გავლენის მოტანა შეუძლიათ ამ ტიპის საწარმოებს.

საქართველოს კანონში ცნების იურიდიული განმარტება ხელს შეუწყობს სოციალური მეწარმეობის ხელშემწყობი გარემოს ფორმირებასდა შესაძლებლობას მისცემს როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო და სახელმწიფო სექტრებს შეიმუშაონ, დაგეგმონ და განახორციელონ სოციალური მეწარმეობის ხელშემწყობი ინიციატივები და პროგრამები.

მოვუწოდებთ საქართველლოს პარლამენტს დააჩქაროს სოციალური მეწარმეობის შესახებ კანონპროექტის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

#დააჩქარეცვლილებები!