საკონტაქტო ინფორმაცია
გადავარჩინოთ  უკანასკნელი  გამწვანებული  პარკი გლდანში!

საჭიროა 1230 ხელმოწერა

1770
3000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა
  • თბილისის საკრებულო
  • თბილისის მერია

გადავარჩინოთ უკანასკნელი გამწვანებული პარკი გლდანში!

ჩვენს უბანში, უკანასკნელი პარკი განადგურების საფრთხის წინაშეა (109ა კორპუსის მიმდებარედ, გლდანის IV მიკრო/რაიონში). მიმდინარეობს 32 მ სიმაღლის , 8-10 სართულიანი, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა.
მშენებლობის მასშტაბებიდან გამომდინარე, დაზიანება/მოჭრა ემუქრება ხეებს და დროთა განმავლობაში, ჩვენს უბანში არსებული ისედაც მწირი დასასვენებელი და ბავშვების გასასეირნებელი ადგილი ახალი კორპუსის ავტოსადგომად და მოასფალტებულ ეზოდ გადაიქცევა.
ჩვენ, ამ უბნის მაცხოვრებლები და პარტიზანი მებაღეები, ვთვლით, რომ ამის დაშვება დიდი დანაკარგი იქნება ჩვენი უბნისთვის, ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ჩვენი შვილებისთვის,რომლებსაც ინვესტორი ერთადერთ ახლომდებარე დასავენებელ და სავარჯიშო,სასუნთქ გარემოს ართმევს. ეს მშენებლობა ასევე საგრძნობლად გააუფასურებს გარშემო მდებარე ბინებს.
საჭიროა ასობით ადამიანის მხარდაჭერა და გაერთიანება. 

მერიამ შუამდგომლობაზე უარი გვითხრა,ასერომ ეს ბრძოლა ჩვენი მოსაგებია!

გთხოვთ,ნუ დაიზარებთ,ყველას ხელმოწერა მნიშვნელოვანია,თითოეული თქვენგანის ხმა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს! ერთად დავდგეთ და გადავარჩინოთ ჩვენი ათწლოვანი ფიჭვები! გადავარჩინოთ მომავალი დღეს,რომ ისუნთქონ ჩვენმა შვილებმა ხვალ!