საკონტაქტო ინფორმაცია
გზაში მყოფი 2013 წელს ქვემოთ გამოშვებული იმპორტირებული ავტომობილებისთვის შეღავათების მინიჭება

დასრულებული

513
500
ადრესატი:
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  • საქართველოს მთავრობა

გზაში მყოფი 2013 წელს ქვემოთ გამოშვებული იმპორტირებული ავტომობილებისთვის შეღავათების მინიჭება

2023 წლის 28 ივნისის N238 მთავრობის დადგენილებით 2024 წლის 1 იანვრიდან საქართველოში იკრძალება 2013 წელს გამოშვებული მსუბუქი ავტომობილების რეგისტრაცია. ავტო იმპორტიორების და ავტომფლობელების იმ ნაწილმა, რომელსაც 2023 წელს შეიძინა ავტომობილი, მაგრამ ა/წ-ის 1 იანვრამდე, ობიექტური მიზეზების გამო (ლოგისტიკური პრობლემები), ვერ მოასწრო ქვეყნის ტერიტორიაზე მისი შემოყვანა, მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიიღო. დღეს მოქმედი რეგულაციებით ასეთი ავტომობილების ან მხოლოდ რეექსპორტი, ან მხოლოდ დაშლა შეიძლება, რაც ნამდვილად არ წარმოადგენს პრობლემიდან გამოსავალს.

საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაცია ვითხოვთ იმ ავტო იმპორტიორებსა და ავტომფლობელებს, რომელთაც კუთვნილი მსუბუქი  ავტომობილები  2023 წლის 1 დეკემბრამდე შეძენილი ჰყავთ აშშ-სა და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში (გარდა ევროკავშირის ქვეყნებისა), გამონაკლისი სახით მიეცეთ კანონით გათვალისწინებული რეგისტრაციის უფლება. იგივე შეღავათები მიეცეთ ევროკავშირის ქვეყნებში შეძენილ ავტომობილებს, მხოლოდ იმ დათქმით, რომ ისინი კონტეინერში ან/და გემზე დატვირთული იქნა 2023 წლის 31 დეკემბრამდე.