საკონტაქტო ინფორმაცია
Stop animal abuse in Georgia შეწყდეს ცხოველების წამება საქართველოში

საჭიროა 4952 ხელმოწერა

48
5000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა

Stop animal abuse in Georgia შეწყდეს ცხოველების წამება საქართველოში

English text below

პეტიცია

საქართველოს მთავრობას

საერთაშორისო საზოგადოებას

დღეის მდგომარეობით საკმაოდ ხშირია ცხოველებზე ძალადობის შემთხვევები, მათ შორის კომპანიონ ცხოველების (ძაღლი,კატა) მიმართ სასტიკმა მოპყრობამ, მათი უფლებების დარღვევამ მასობრივი ხასიათი მიიღო, ხშირად ცხოველებზე მოძალადეები, ასევე მათი თანამზრახველები დაუსჯელები რჩებიან ან ეკისრებათ მხოლოდ ფულადი ჯარიმა,რასაც არ აქვს პრევენციული ხასიათი, ასევე მთელ რიგ შემთხვევებში ცხოველების ტანჯვა-წამება და არაადამიანური მოპყრობა კვალიფირდება როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ცხოველებზე მოძალადე პირებს ეკისრებათ მხოლოდ მიზერული ჯარიმა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი კი ასევე უშვებს ჯარიმის შესაძლებლობას, კანონმდებლობის მიხედვით ცხოველებზე ძალადობა მსუბუქ დანაშაულად ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად კვალიფიცირდება, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის არსებული რედაქცია ფაქტია რომ ვერ უზრუნველყოფს ცხოველების საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვას, მოვითხოვთ გამკაცრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი.

ცხოველის ნებისმიერ სახის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა უნდა ისჯებოდეს სისხლის სამართლის კოდექსით მიუხედავად იმისა გამოიწვია თუ არა ამ ქმედებამ ცხოველის დაღუპვა და დასახიჩრება, მაგალითად ლეკვების ან კნუტები ასევე ზრდასრული ძაღლების ნაგავსაყრელზე გადაყრას რომელსაც ჯერჯერობით არ გამოუწვევია მათი დასახიჩრება ან სიკვდილი არის მათი სიკვდილის ტოლფასი დანაშაული და მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დასაკისრებელ ზომად განისაზღვროს მრავალწლიანი პატიმარობა, დღეის მდგომარეობით ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა რასაც მისი დასახიჩრება არ სიკვდილი მოყვა წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ნაკლებად მძიმე დანაშაულს,მოვითხოვთ შეიცვალოს დანაშაულის კატეგორია და გახდეს მძიმე დანაშაული ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა მიუხედავად იმისა გამოიწვია თუ არა ამ ქმედებამ ცხოველის დასახიჩრება ან სიკვდილი, რომლის ჩადენისათვის გათვალისწინებული სასჯელის ზომად განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ხუთიდან ათ წლამდე.

ჩვენ, საქართველოს ცხოველთა დამცველები და მოყვარულები წარმოვადგენთ უმცირესობას. ჩვენ ვართ ობიექტები ემოციური, მორალური და ხშირად ფიზიკური ძალადობისა. ცხოველთა უფლებების დაცვა და ამ საკითხის მოგვარება არის უკიდურესად აუცილებელი როგორც ცხოველებისთვის, ასევე მათთვის, ვინც მათზე ზრუნავს. ამ რთულ ბრძოლაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა.

Petition

To international community 

To Government of Georgia

Currently, cases of animal abuse are quite common, including the cruel treatment of companion animals (dogs, cats), and the violation of their rights has taken on a massive character. Often animal abusers and their accomplices remain unpunished or are only subject to a monetary fine, which has no preventive nature. Also, in a number of cases, animal suffering and inhumane treatment are classified as administrative offences, and animal abusers are only subject to a meager fine. Article 259th of the criminal code of Georgia also allows for the possibility of a fine. According to the legislation, violance against animals is clasified as a minor crime or an administrative offence. The current wording of Article 259th of the criminal code is a fact that it cannot ensure the protection of the universally recognized rights of animals. We demand that Article 259th of the criminal code of Georgia be tightened. Any kind of torture, cruel treatment of an animal, or other violence against it should be punishable by the Criminal Code, regardless of whether this action resulted in the death or mutilation of the animal. For example, dumping puppies or kittens, as well as adult dogs, in a landfill that has not yet caused their mutilation or death is a crime equivallent to their death, and we demand that the punishment be determined as a multi-year prison sentence. Currently, cruel treatment of an animal that results in it’s mutilation bt not death is a less serious crime according to the Criminal Code. We demand that the category of the crime be changed and cruel treatment of an animal should become a serious crime, regardless of whether this action resulted in the mutilation or death of the animal, and that the punishment for the comission of which should be determined as a deprivation of liberty for a term of five to ten years.We, the defenders and lovers of animals of country Georgia, are a minority. We are the objects of emotional, moral and often physical violence. Protecting the rights of animals and resolving this issue is extremely necessary for both animals and the prople who care for them. In this difficult struggle, the support of international community is escpecially important.