საკონტაქტო ინფორმაცია
შეაჩერე ანექსია!

საჭიროა 4961 ხელმოწერა

39
5000
ადრესატი:
  • საქართველოს პრეზიდენტი
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

შეაჩერე ანექსია!

საინტერესოა როდემდე უნდა ვიყოთ უმოქმედოდ, მოძალადე სულ მეტად გვიახლოვდება, გვართმევს მიწებს და ჩვენ ამ ყველაფრით მაზოხისტურ სიამოვნებას ვიღებთ,თუ რა ხდება?! ვინმე რამეზე არის კი დღეს პასუხისმგებელი?!

ვისაც მიგაჩნიათ, რომ რუსეთი რასაც ჩვენს ტერიტორიაზე ჩადის "განსაკუთრებულია" და ჩვენს ყურადღებას იმსახურებს.

ვინც ფიქრობთ, რომ აბაშიძე - კარასინის შეხვედრები ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ვისაც გჯერათ, რომ საქართველოს ოკუპანტთან საუბარი, მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მონაწილეობით უნდა მიმდინარეობდეს.

ვისაც გსურთ, რომ საქართველო დაუბრუნდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის განხეთქილების საკითხთა ნუსხას და უკრაინასთან ერთად განიხილებოდეს საერთაშორისო ურთიერთობებში.

ვინც თვლით, რომ ამ ხელისუფლების "რუსეთთან დალაგების" პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა და მიდგომა უნდა შეიცვალოს.

მოაწერეთ ხელი პეტიციას!

შემოგვიერთდით შაბათს, 18 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან.