საკონტაქტო ინფორმაცია
შენარჩუნებული უნდა იქნეს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი (მუხლი 70)

საჭიროა 29982 ხელმოწერა

18
30000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი

შენარჩუნებული უნდა იქნეს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი (მუხლი 70)

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი დემოკრატიულ ქვეყნებში, გასათვალისწინებელია, რამდენიმე გარემოება, რის გამოც მიზანშეუწონლად მიგვაჩნია ზ/ა ცვლილება საქართველოში:

პირველ რიგში გასათვალისწინებელია ტენდენცია, რომ სადაც უკვე არსებობს პირდაპირი არჩევნები, იქ არ ხდება არაპირდაპირი სისტემის შემოღება, ხოლო იმ ქვეყნებში სადაც არაპირდაპირმა არჩევნებმა შექმნა პოლიტიკური კრიზისი, განხორციელდა პირდაპირი არჩევნების წესის შემოღება (მაგ: მოლდავეთი).

გარდა ამისა, იმ ქვეყნებში სადაც არსებობს პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირი სისტემა (საპარლამენტო რესპუბლიკებში) - არსებობს აღმასრულებელი ხელისუფლების გაწონასწორების სხვა მექანიზმები, დამოუკიდებელი ინსტიტუტები და ა.შ. საქართველოს პირობებში კი პრეზიდენტი არის უკანასკნელი საჯარო ინსტიტუტი, რომელიც არ ექვემდებარება მმართველ პარტიას. ყველა სხვა ინსტიტუტს: მთავრობას,  პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობას, ყველა რეგიონის გუბერნატორს, უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტს, სასამართლო სისტემას, თითქმის ყველა ტელეკომპანიას და ა.შ. სრულად აკონტროლებს „ქართული ოცნება“. პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის სისტემის შემოღების შემთხვევაში, ეს ინსტიტუტიც დაექვემდებარება მმართველი პარტიის კონტროლს.

ევროპული ტრადიციის მიხედვით საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი არის ერთგვარი არბიტრი, რომლის კანდიდატურაც ხშირად წარმოადგენს ინტერპარტიული შეთანხმების საგანს (მაგ: გერმანიის პრეზიდენტად სულ ახლახანს არჩეულ იქნა უმცირესობაში მყოფი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი). საქართველოს პირობებში ყველას კარგად გვესმის რომ ეს გამორიცხულია და პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა გამოიწვევს კიდევ ერთი მორჩილი და მდუმარე ინსტიტუტის გაჩენას არსებულ სისტემაში.

განსაკუთრებით მიუღებელია ამ ცვლილების ამოქმედება 2018 წელს დადგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებდამდე, ვინაიდან ეს გამოიწვევს პრეზიდენტის ლეგიტიმაციის შესუსტებას: თუ დღეს მოქმედი კანონმდებლობით მას ირჩევს ამომრჩევლის არანაკლებ 50%, პარლამენტის მიერ არჩევის შემთხვევაში გამოდის, რომ მისთვის ხმა ექნება მიცემული მხოლოდ ამომრჩეველთა 48%-ს (ანუ უმცირესობას). აგრეთვე აღსანიშნავია, რომ მოქმედი პარლამენტი ამ უფლებამოსულებით ამომრჩეველს არ აურჩევია.

თუ მმართველი პარტია პრინციპულად მიიჩნევს ამ ცვლილების განხორციელებას, მაშინ ვთავაზობთ მას ეს ცვლილება გამოტანილ იქნეს რეფერენდუმზე და თავად ამომრჩეველმა გადაწყვიტოს არის თუ არა ის თანახმა გადასცეს თავისი უფლებების მნიშვნელოვანი ნაწილი ერთპარტიულ პარლამენტს.