საჭიროა 9941 ხელმოწერა
59
10000
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
შეიძინოს მთავრობამ ვერტმფრენები და სხვა ტექნიკა, რომელსაც გამოიყენებს სტიქიური ან სხვა მსგავსი შემთხვევების დროს
ძვირფასო საქართველოს მთავრობავ,
ჩვენ, ამ პეტიციის ხელისმომწერი ადამიანები გულითადად, უმორჩილესად გთხოვთ, რომ, ნებისმიერი იმ ხარჯის გაღებამდე, რომელსაც იღებთ ხოლმე, კონკრეტული ადამიანების კომფორტისათვის (ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ა.შ.) შეიძინოთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანუ ჩვენი გადასახადებიდან, ის აუცილებელი ტექნიკა, რომელიც საჭიროა სტიქიური უბედურებების დროს, ამ უბედურების აღმოსაფხვრელად, იქნება ეს ვერტმფრენი, სპეციალური ხანძარსაწინააღმდეგო თუ სხვა სამაშველო სამუშაოებისათვის (მეწყერი, წყალდიდობა, მიწისძვრა) აუცილებელი ტექნიკა.
არ შეიძლება ასე ***-ზე გეკიდოთ საკუთარი ქვეყანა.
პატივისცემით,
ადამიანები,
საქართველოს მოქალაქეები.