საჭიროა 591 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
დაუყოვნებლივ გადადგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დაუყოვნებლივ გადადგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, რომ საქართველო არ შეუერთდება არც ერთ სანქციას ოკუპანტი სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ(წყარო - https://formulanews.ge/Phrase/65236) - არის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური.
აღსანიშნავია, რომ ეს სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა 25 თებერვალს - დღე, როდესაც 101 წლის მოხდა საბჭოთა ოკუპაცია. ეს არის რუსეთის არ-გაღიზიანების პოლიტიკა!
ირაკლი ღარიბაშვილის აღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება:
- საქართველოს კონსტიტუციის პირველ მუხლს - აფხაზეთი და სამაჩაბლო არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები (ი.ღარიბაშვილის ეს განცხადება პირდაპირ ნიშნავს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის "აღიარებას");
- საქართველოს კანონის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ - მუხლი 1, 2 - გაწერილია საქართველოს ტერიტორიები, რომლებიც არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ;
- საქართველოს კანონი - თავისუფლების ქარტია - მუხლი 1;
- უკრაინის კონსტიტუციის 133 მუხლი - სადაც გაწერილია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა (დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი - უკრაინაა).
ბატონო ირაკლი, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვემიჯნებით თქვენი, როგორც პრორუსი, რუსეთის არ-გაღიზიანების პოლიტიკის გამნტარი, სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივ პათოსსა და განცხადებას! ეს არის თქვენი შეხედულება, ეს არ არის ჩვენი პოზიცია!
ბატონო ირაკლი, თქვენი განცხადება არის სამარცხვინო, ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი და 2 ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობის დამაზიანებელი! ეს ემსახურება მხოლოდ ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის არ-გაღიზიანების პოლიტიკა!
ქვემოთ ხელმომწერი ორგანიზაციები მოვითხოვთ - დაუყოვნებლივ მოიხადოთ ბოდიში, შეუერთდეთ სანქციებს საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ოკუპანტი სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და დაუყოვნებლივ გადადგეთ თანამდებობიდან!
20% of Georgia is occupied by Russia!
Abkhazia and South Osetia is Georgia!
7% of Ukraine is occupied by Russia!
Donetsk, Lugansk and Crimea is Ukraine!
„ახალგაზრდა თაობა“ /დ.დონერიანი/
„მონიტორინგის ცენტრი - საზოგადოება“ /ე.კერესელიძე/
„ახალი ძალა საქართველოსთვის“ /ლ.შველიძე/
„ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება - ლაზარე“ /ჯ.კვარაცხელია/
„ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა“ /ი.კიკიანი/
"თავისუფალი ხმა" /ნ.კურტანიძე/
საინიციატივო ჯგუფი - "ხალხის ხმა" /მ.მინდიაშვილი/