დასრულებული
ადრესატი:
- საქართველოს პრეზიდენტი
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
შეიქმნას საგამოძიებო კომისია ცხოველების დახოცვის ფაქტზე
სტიქიური უბედურება რომელიც თავს დაატყდა თბილისს, შესაძლოა მნიშვნელოვანი ინდიკატორი აღმოჩნდეს საზოგადოებრივი განვითარების დონის შესაფასებლად.
დილიდან ხელისუფლებამ უჩვეულო სანახაობა შემოგვთავაზა, აფრიკული "საფარი". ერთმანეთის მიყოლებით ხოცავენ ცხოველებტ რომლებიც სტიქიას გამოექცნენ. ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ აკეთებს განცხადებას(და არც მედია სვამს კითხვას) რატომ არ ხდება გაქცეული, სრულიად უდანაშაულო, ცხოველების ტრანკვილიზატორებით დაზინება და არა მათი უმოწყალო ხოცვა.
ჩვენ, ამ პეტიციაზე ხელის მომწერები, ვითხოვთ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შედგება საზოგადოების წარმომადგენლებისაგან და მოხდეს საკითხის შესწავლა:
1. თუ კი მიზეზი საძილე საშუალებების არ ქონაა, უნდა დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი
2. თუ მიზეზი, "ნადირობის" სურვილია შუაგულ თბილისში, ამ შემთხვევაშიც უნდა დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი
უნდა გაირკვეს ვინ გასცა ბრძანება ცხოველების ხოცვაზე და რატომ
ფოტო ეკუთვნის: გიორგი დანელიას