საკონტაქტო ინფორმაცია
საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ოპოზიციას. სახალხო პლატფორმა ,,თაობები ქვეყნისათვის“ ღია წერილი

საჭიროა 962 ხელმოწერა

38
1000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ოპოზიციას. სახალხო პლატფორმა ,,თაობები ქვეყნისათვის“ ღია წერილი

შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფოებრიობას და მის ძირითად მიზანს, ევროკავშირში ინტეგრაციას, უდიდესი საფრთხე აქვს შექმნილი. მიუხედავად პოლიტიკური და პარტიული განსხვავებულებებისა, თქვენს ძირითად საქმიანობას უნდა წარმოადგენდეს ქვეყნის და საქართველოს მოქალაქეების ინტერესის გატარება. ამ ინტერსს დღეს წარმოადგენს ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღება.

ბატონებო, თქვენ გეძლევათ ისტორიული შანსი რომ გადადგათ სწორი, პოლიტიკური ნაბიჯი. ეს ნაბიჯი არის მთელი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება, გაერთიანება საერთო ინტერესის ირგვლივ, იმ ინტერესის ირგვლივ რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნას წარმოადგენს, იმ ინტერესის ირგვლივ, რომელიც ბოლო-ბოლო კონსისტუციის 78-ე მუხლშია დაფიქსირებული და დასავლური, დემოკრატიული ღირებულებები ჰქვია.

ყოველივე აქედან გამომდინარე, სახალხო პლატფორმა ,,თაობები ქვეყნისათვის“, მოთხოვნა არის:

  1. მიმართოს საპარლამენტო ოპოზიციამ საქართველოს პარლამენტის სახელისუფლებლო ფრთას, ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების მოთხოვნით.
  2. იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო უმრავლესობა ამ პუნქტების შესრულებაზე უარს განაცხადებს (100%-ით დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ასე იქნება), საპარლამენტო ოპოზიციის უკლებლივ ყველა წევრმა, პროტესტის ნიშნად დატოვეთ საქართველოს პარლამენტის მანდატი.

            დარწმუნებულები ვართ, თქვენი ეს ნაბიჯი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ აღიარებული იქნება ერთადერთ სწორ ნაბიჯად, თქვენი პოლიტიკური ისტორიის მანძილზე.

            თუ თქვენი მხრიდან ეს ნაბიჯი არ გადაიდგა, ჩვენ ჩავთვლით, რომ თქვენ და თქვენი პარტიები არის ,,ქართული ოცნების“ და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის სატელიტი პარტიები, რომელთა ინტერესს წარმოადგენს მატერიალური კეთილდღეობა და არა ქვეყნის ინტერესები.

            დარწმუნებული ვართ თქვენ დადგებით ისტორიის სწორ მხარეს და თქვენი ამ მოქმედებით მხარს დაუჭერთ საქართველოს ინტერესებს.