საჭიროა 48556 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
აიკრძალოს პრორუსული პროპაგანდა საქართველოში
მოგეხსენებათ, ქვეყანაში ბოლო დროს საკმაოდ მოხშირდა რუსული სპეცსამსახურების საქმიანობის ინტენსივობა და მასშტაბები: იქნება ეს პრორუსული მიმართების პრესა თუ ფეისბუკ გვერდები, რომლებიც აგრესიულ და მიზანმიმართულ პოლიტიკას ეწევიან ხალხში პრორუსული ინტერესების გასაღვიძებლად და პრორუსული პოლიტიკური ინტერესების ჩამოსაყალიბებლად...
ხდება საბჭოთა კავშირისა და მისი ყოფილი ლიდერების, ასევე დღევანდელი რუსეთის პოლიტიკური ლიდერების პოპულარიზაცია და იდეალიზაცია, რუსული პოლიტიკური კურსისა და ცხოვრების მიმზიდველ ფერებში წარმოჩენა, მის საჭიროებასა და მნიშვნელობაზე აქცენტის დასმა და სხვადასხვა მეთოდებით ხალხში რუსული პოლიტიკური კურსის აგიტაცია..
მოვითხოვთ, შესაბამისი კანონით გაკონტროლდეს ქვეყნისთვის ეს უაღრესად საზიანო და მავნებლური კამპანია და მიღებულ იქნას ადეკვატური ზომები მათ წინააღმდეგ...