საკონტაქტო ინფორმაცია
მოიხსნას წინასაარჩევნო ბანერები დაბომბილი უკრაინული ქალაქების გამოსახულებით

საჭიროა 49574 ხელმოწერა

426
50000
ადრესატი:
  • თბილისის მერია
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს სახალხო დამცველი

მოიხსნას წინასაარჩევნო ბანერები დაბომბილი უკრაინული ქალაქების გამოსახულებით

26 სექტემბერს საქართველოს რეგიონებში ქართულის ოცნების წინასაარჩევნო გარე ბანერები გამოჩნდა. უკიდურესად გრაფიკულ შავთეთრ სურათებზე ასახულია უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის სურათები, მათ გვერდით კი ფერადი გამოსახულებით ჩანს საქართველოს აყვავებული ქალაქები, ტაძრები, სკოლები და სხვა. 

2022 წელს უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, საქართველოში უამრავმა უკრაინელმა ადამიანმა იპოვა თავშესაფარი. ამორალურია, ვაიძულოთ ეს ადამიანები ყოველ დღე ასეთი ფორმით გაიხსენონ საკუთარ ქვეყანაში გამეფებული ტრაგედია, რომლის მთავარი შემოქმედი რუსეთის იმპერია და მისი ჯარია. 

ასევე, არსებული პოსტერები ტრამვას კიდევ უფრო უღრმავებს საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვინც გამოიარა 2008 წლის ომი, აფხაზეთის ომი და პირადად შეეხო რუსეთის აგრესია მას და მის წინაპარს. 

დანგრეული ტაძრების, საბავშვო ბაღების, საავადმყოფოების სურათების ნახვა განუზომელ ზიანს აყენებს არასრულწლოვანთა ფსიქიკას. ბავშვებსა და მოზარდებს, ვინც ყოველდღე დადის სკოლაში და ბაღში, უთუოდ მოუწევთ ამ პლაკატების დანახვა მინიმუმ 26 ოქტომბრის ჩათვლით. 

საქართველოს მოქალაქეები: 

  1. მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას შეწყვიტოს სხვა ქვეყნის ტრაგედიით აპელირება და მყისიერად გასცეს ბანერების დემონტაჟის ბრძანება;
  2. მოვუწოდებთ სარეკლამო კომპანიას, რომელმაც ქართული ოცნების ბანერები დაამონტაჟა: გამოიჩინეთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დაუყოვნებლივ მოხსენით ბანერები;
  3. მოვუწოდებთ სახალხო დამცველს, დააფიქსიროს თავისი პოზიცია აღნიშნულ საკითხზე და მოუწოდოს მმართველ ორგანოს სწრაფი რეაგირებისკენ;
  4. მოვუწოდებთ არასამავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, დაგვეხმარონ სამართლებლივი გზების მოძიებაში, რომ რაც შეიძლება მალე მოიხსნას ფსიქიკის დამანგრეველი და უპრეცედენტოდ სამარცხვინო ბანერები სხვადასხვა ქალაქის ქუჩებიდან.