საჭიროა 126 ხელმოწერა
ადრესატი:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
შეჩერდეს სასწავლო პროცესი
დღეს მივიღეთ შეტყობინება, რომ სტუდენტებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით, უნივერსიტეტი დისტანციური სწავლების რეჟიმში გადადის, თუმცა ეს არ არის საკმარისი! თავს უსაფრთხოდ ვერ ვიგრძნობთ, მანამ, სანამ ჩვენი უნივერსიტეტის წინ, პარლამენტში, დღითიდღე ერთამენთზე უარეს, ქვეყნისთვის დამღუპველ გადაწყვეტილებებს იღებენ, სანამ არალეგიტიმური ხელისუფლება ელვის სისწრაფით ანადგურებს ჩვენს მომავალს და ფეხით თელავს ჩვენს ღირებულებებს!
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები ვთვლით, რომ დღეს ყველაფერზე წინ ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლა დგას.
მივმართავთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას: ვერ ვიჯდებით ლექციებზე, როცა მომავალს გვართმევენ! მოვითხოვთ უნივერსიტეტში შეჩერდეს სწავლა იქამდე, სანამ საქართველო თავის ევროპულ გზას არ დაუბრუნდება!