საკონტაქტო ინფორმაცია
ბოიკოტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს!

საჭიროა 99994 ხელმოწერა

6
100000
ადრესატი:
  • ძლიერი საქართველო
  • გახარია საქართველოსთვის
  • გირჩი - მეტი თავისუფლება
  • გირჩი
  • თავისუფლების მოედანი
  • ახალი
  • ელისაშვილი - მოქალაქეები
  • ანა დოლიძე - ხალხისთვის
  • ლეიბორისტული პარტია
  • სტრატეგია აღმაშენებელი
  • საქართველოს მოქალაქეები

ბოიკოტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს!

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვგმობთ ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას,  2025 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ტოტალურ გაყალბებას, ბანდიტურ-კლეპტოკრატიული დიქტატურის დამყარების მცდელობას, სისტემურ ძალადობას, უსამართლობას და პოლიტიკურ დაპატიმრებებს.

ვართ ჩვენი ქვეყნის ევროპული გზისა და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ერთგულნი, რომლის მიხედვითაც - „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.

არსებული პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვისა და ქვეყნის განვითარების ევროპული კურსის დასაბრუნებლად ვითხოვთ შემდეგი ორი მოთხოვნის დაკმაყოფილებას:

  1. პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლება;
  2. თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა.

ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები უარს ვაცხადებთ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე და ვთვლით, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, რომელიც ამ პროცესში მიიღებს მონაწილეობას მოემსახურება არსებული რეჟიმის განმტკიცებას და არა საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს, რასაც ვადასტურებთ ხელმოწერით.