საჭიროა 4697 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პრეზიდენტი
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
We request a 6-hour work day
პqირველ რიგში, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ არაფიქსირებულ და ზეგანაკვეთურ განრიგზე მომუშავე ადამიანების მძიმე უფლებრივ მდგომარეობას საქართველოში. მათი უფლებები ყოველ დღე და ჩვენს თვალწინ ირღვევა. საქართველოში მწვავედ დგას შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.
ციფრულ ეპოქაში მცხოვრები ადამიანის განვითარება, საჭიროებები და ცხოვრებისეული გამოწვევები რადიკალურად განსხვავდება ადამიანის წინაშე 20-30 წლის წინ არსებული რეალობისაგან. კოვიდ 19-ით გამოწვეული იზოლაციის და კარანტინის დროს, დასაქმებულთა დიდი უმრავლესობა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაერთო.
ჩვენი აზრით, 8 საათიანი სამუშაო დღე აზიანებს ადამიანის შემოქმედების, თვითგანვითარების და პროდუქტიული საქმიანობის უნარებს. სამუშაო დღის საათების შემცირება ჩვენი ქვეყნის არაერთმა ორგანიზაციამ დაიწყო, თუმცა მნიშვნელოვანია ასეთი მიდგომის დანერგვის რეკომენდაცია უფრო ფართოდ გაიცეს.
კოვიდ 19-ის შემდგომი სამყარო იქნება სხვანაირი. ადამიანები მეტად დაფიქრდებიან საკუთარ ჯანმრთელობაზე, ორგანიზმის დასვენებასა და ძალების მოკრებაზე.
ასევე, მერყევი სამუშაო ადგილები და ეკონომიკა ქმნის აუცილებლობას, რათა მოქალაქეებმა მეტად შეძლონ საკუთარი ბიზნეს იდეების განვითარება.
ჩვენი აზრით, 6 საათიანი სამუშაო დღე მოქალაქეებს მისცემს დღეში 2-3 საათს, რომელიც მათ შეუძლიათ დაუთმონ საკუთარ თავს, ოჯახებს, მეურნეობას და განვითარებას.