დასრულებული
ადრესატი:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ბიოლოგიის ეროვნული გამოცდა 2023
გამოცდების ეროვნულ ცენტრს მივმართავთ თხოვნით, ბიოლოგიის 2023 წლის ეროვნული გამოცდის ტესტებთან დაკავშირებით. ვითხოვთ, ბიოლოგიის ბარიერი დაწიონ 20%- მდე ან მოგვიმატონ ქულები თითოეულ აბიტურიენტს.
ვეცდებით განვიხილოთ თითოეული სავარჯიშო:
საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი საკითხი იყო ბუნდოვანი, კერძოდ: გულზე, მერვე კლასის მეორე თაობის წიგნში მითითებულია, რომ წინაგულების სისტოლოს დროსაა კარიანი ღია, ხოლო მეათე კლასისაში განიხილება დიასტოლის დროსაც. ამგვარი უზუსტობაა როგორც ძველ, ისე ახალ წიგნებში, რაც, რა თქმა უნდა, აბნევს აპლიკანტს. დავკონკრეტდებით და გულის ფოტო ბევრი აბიტურიენტისთვის იყო ამოუცნობი და ბუნევრივია, რომ უმეტესობამ შეცდომით დაწერა.
აღნიშნული საკითხი შეეხო სისხლის ჯგუფებს, კონკრეტულად 30-ე სავარჯიშოს, რადგან არც ერთ იმ წიგნში, რომელიც აბიტურიენტისთვისაა განკუთვნილი, ამომწურავი ინფორმაცია არ გვაქვს.
მათ შორისაა 23-ე ტესტი ფოტოპერიოდიზმზე, რადგან ვიცოდით, რომ ყვავილობა აბსოლუტურად დამოკიდებულია ფოტოპერიოდიზმზე, ხოლო ზრდა და მომწიფება სხვა ფაქტორებზეც.
აპლიკანტი დააბნია 46.3 კითხვამ, რადგან აღნიშნულში პასუხი არასწორად არის
ნ. ზაალიშვილი ნ. იოსელიანის ბიოლოგიის მე- 10 კლასის სახელმძღვანელოში 2012 წლის გამოცემაში გვ-65 პირველ აბზაცში წერია : ” გლუვი ენდოპლაზმური ბადის მემბრანაში ჩაშენებული ფერმენტები ასინთეზებს სხვადასხვა ფოსფოლიპიდებს, ცხიმოვან მჟავებს, სტეროიდებს, მონაწილეობს ნახშირწყლების გარდაქმნაში.”
ა. შათირიშვილის ს. ცაგარელუ ი. ლაზრიაშვილი გამოცდების ეროვნული ცენტრი - მასწავლებელთა ბიბლიოთეკის ბიოლოგიის წიგნში მეორე შესწორებულ 2011 წლის გამოცემაში გვ -63 ზე მეოთხე აბზაცში წერია:”გლუვი ენდოპლაზმური ბადე მეტაბოლიზმის პროცესში იღებს მონაწილეობას. მას მნიშვნელოვანი როლი აკისრია ნახშირწყლების დამარაგებასა და გარდაქმნაში… გლუვი ენდოპლაზმური ბადის ფერმენტები მონაწილეობს სხვადასხვა სახის ლიპიდების, ფოსფოლიპიდების, ცხიმოვანუ მჟავების და სტეროიდების სინთეზში.”
განვიხილავ ევოლუციის საბოლოო შედეგს, რადგან კითხვის ორაზროვნობის გამო ასევე უმეტესობას გაუჭირდა დაწერა.
ჩვენი, როგორც აბიტურიენტების მოსაზრებას ეხმაურება ბიოლოგიის სპეციალისტი, დაჩი დავითაშვილი, რომლის ვიდეოსაც ვურთავთ პეტიციას.
გთხოვთ, განიხილოთ პეტიცია და ზემოაღნიშნული მოთხოვნა დააკმაყოფილოთ.