საკონტაქტო ინფორმაცია
არჩეული ხელისუფლების გადაყენების საშუალება

საჭიროა 999987 ხელმოწერა

13
1000000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი

არჩეული ხელისუფლების გადაყენების საშუალება

პირადად მე დავიღალე გადადექის ძახილით! მინდა საზოგადოებას მიეცეს რეალური საშუალება შეცვალოს ხელისუფლება მაშინ, როდესაც ამას თვითონ ჩათვლის საჭიროდ და არა მხოლოდ დაგეგმილი არჩევნების შემდეგ! შემომაქვს წინადადება, საარჩევნო კომისიას დაემატოს საიტი, სადაც თვითოეულ ამომრჩეველს შეეძლება ნებისმიერ დროს, თავისი პირადი კოდით დააფიქსიროს ხელისუფლებისადმი, ან ნებისმიერი არჩეული პირისადმი თავისი ნდობა! როდესაც ამ ნდობის მაჩვენებელი ჩამოსცდება გარკვეულ პროცენტს ( ვფიქრობ 30% ნორმალური იქნება), საარჩევნო კომისიამ გამოაცხადოს ახალი არჩევნები ხელისუფლების, ან შესაბამისად იმ არჩეული პირის (თანამდებობის) მიმართ, ვის მიმართაც დაეცა ამომრჩევლის ნდობა! აღარ იქნება საჭირო ქუჩაში აქციები, აღარ გვეყოლება ისეთი ხელისუფლება რომლის მიმართაც ხალხს ნდობა აღარ აქვს! დამიდექით გვერდში საქართველოს მოქალაქეებო და ჩვენ ერთად მივაღწევთ ჩვენი უფლებების პატიცისცემას!