დასრულებული
ადრესატი:
- კომუნიკაციების ეროვნული კომისია
სპორტის გულშემატკივრების პროტესტი აჭარასპორტს/სეტანტას
აჭარასპორტი, რომელიც ფლობს პრემიერლიგის, UFC-ს და სხვა მნიშვნელოვანი სპორტული ფორუმების ტრანსლირების ექსკლუზიურ უფლებას, ღებულობს გადაწყვეტილებას, რომ მათ ისედაც ფასიან სატელევიზიო არხებზე არ გავა ცენტრალური სპორტული მოვლენები (მაგ: ლივერპული - ჩელსის მატჩი) და გავა მხოლოდ მეორეხარისხოვანი მოვლენები (მაგ: ნიუკასლი - საუთჰემპტონის მატჩი). მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენების ხილვა გულშემატკივრებს მხოლოდ მათ მიერ შექმნილ ახალ ვებსაიტზე შეეძლებათ, სადაც 2 კვირის შემდეგ ტრანსლაციების სანახავად გულშემატკივრებს ყოველთვიურად 13 ლარის გადახდა მოუწევთ, თუმცა ტელევიზორის (ციფრული/საკაბელო ტელევიზია) მაყურებლები უნდა შეეგუონ, რომ მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენებს ამ თანხის სანაცვლოდაც ვეღარ უყურებენ, თუმცა ჩვენ შეგუებას არ ვაპირებთ.
ვთხოვთ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს, მიიღოს ეს მანიფესტი მისი ხელმომწერებისგან, როგორც საჩივარი აჭარასპორტის და "სეტანტა ჯორჯიას" მიმართ და დაიწყოს მოკვლევა.
ლივერპულის ქართველი გულშემატკივრები სრულ პროტესტს ვუცხადებთ კომპანიების ამ თაღლითურ წამოწყებას, სხვა გუდნების ფანებს და უბრალოდ სპორტის გულშემატკივრებს კი ამ წამოწყებაში მხარდაჭერას გთხოვთ. გავერთიანდეთ და არ მივცეთ მათ ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილის წართმევის უფლება.
We're Not Gonna Take It
ვთხოვთ სილქნეტს და მაგთის ყველა მექანიზმით მოსთხოვონ აჭარასპორტს სრული კონტენტის მოწოდების ვალდებულების შესრულება, რადგან თანხას სწორედ ამისთვის ვიხდით, ან შეიძინონ უცხოური სპორტული არხები.