საჭიროა 1734 ხელმოწერა
ადრესატი:
- სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
გთხოვთ ყურადღება მიაქციეთ Downhill განვითარებას
სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თბილისის მერიის სპორტის საქალაქო სამსახურს ექსტრემალური სპორტის სახეობა Downhill (დაუნჰილი) საკმაოდ განვითარებული და პოპულარულია მთელ მსოფლიოში. მას ბევრი მიმდევარი ჰყავს და და ყოველწლიურად არაერთი ტურნირი ტარდება. საქართველოს ლანდშაფტი Downhill–ის განვითარებისთვის საკმაოდ ხელსაყრელია. რთული, მთაგორიანი რელიეფი ამ სპორტის მიმდევრებისთვის საკმაოდ საინტერესოა. მაგრამ, სამწუხაროდ საქართველოში სპორტის ეს სახეობა ფაქტობრივად განუვითარებელია. ეს ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ Downhill–ის მიმდევრებს, არ გვაქვს ვარჯიშის და განვითარების საშუალება, რადგან არ გაგვაჩნია სპეციალური გზები. Downhill–ის განვითარება საქართველოში, გარდა იმისა რომ ბევრ ახალგაზრდას მოიზიდავს და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, ასევე უფრო საინტერესოს გახდის ჩვენს ქვეყანას ტურისტებისთვის. ჩვენ, სპორტის ამ სახეობის მიმდევრები და ამ პეტიციის ხელმომწერები გთხოვთ, რომ თბილისის ტერიტორიაზე და შესაძლებლობის ფარგლებში, სხვა ქალაქებშიც გამოყოთ ტერიტორიები და მოაწყოთ Downhill–ის გზები. ეს გზები დიდ ფინანსურ ხარჯებს არ საჭიროებს. იმედია ჩვენს ამ თხოვნას გაითვალისწინებთ და მოგვცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველოშიც განვავითაროთ ეს სპორტი და ახალგაზრდებს ინტერესის კიდევ ერთ სფეროსაც შეუქმნით.